საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი ნელ-ნელა ირკვევა. კომპანია Wizzair -თან მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია, ხოლო ჯერჯერობით უცნობია, რას გადაწყვეტს Ryanair .
გლობალური საავიაციო ინდუსტრია ბოლო ერთ წელიწადში სერიოზულად დაზარალდა. Ryanair-საც აქვს თავისი სირთულეები, ისევე, როგორც სხვა ნებისმიერ დაბალბიუჯეტურ ავიაკომპანიას. Ryanair-თან გვაქვს კარგი სამუშაო ურთიერთობები. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათთვის საინტერესო იქნება საქართველოში ფრენა. თითოეული ავიაკომპანია საკუთარი კომერციული ვითარებიდან გამომდინარე წყვეტს როდის, რომელ ქვეყანასთან, რა დოზით, რა სიხშირით აღადგინოს ფრენები. მაგალითად, Wizzair -ი მზადაა აპრილიდან დაიწყოს ფრენები. სწორედ ამ დროისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის რემონტიც ბოლო ეტაპზე გვექნება.
განაცხადა ნათია თურნავამ
შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში რეგულარულ ავიამიმოსვლაზე შეზღუდვა პირველი თებერვლიდან მოიხსნა, გამკაცრებული რეგულაციებისა და მგზავრთა მცირე რაოდენობის გამო ფრენები პასიურად მიმდინარეობს.
Loading…