in

ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში უმუშევართა რიცხვი 308 000-მდე გაიზარდა

საქსტატის ოფიციალური შეფასებით, საქართველოში 2020 წლის განმავლობაში უმუშევართა რიცხვი 53 ათასით გაიზარდა.

ახლა ქვეყანაში შრომისუნარიან მოსახლეთა 20.4% პროცენტი სამსახურის გარეშეა დარჩენილი – ეს კი 308 ათასამდე მოქალაქეა.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, განსაკუთრებულად მძიმე ვითარებაა დაქირავებით დასაქმებულების მიმართულებით. 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში 879 ათასი ადამიანი ითვლებოდა დაქირავებით დასაქმებულად, 2020 წლის მეოთხე კვარტალში კი, ხელფასის მქონე მოსახლეობის რაოდენობა ამაზე 74.6 ათასით ნაკლები იყო და უმუშევართა რიცხვი 805 ათასს შეადგენდა. 

თვითდასაქმებულთა კუთხით კი, საქსტატი დასაქმებულთა მხოლოდ 5 ათასიან კლებაზე წერს, თუმცა ამ სფეროში ფაქტობრივი დასაქმების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მოძიება სტატისტიკის სამსახურისთვის, როგორც წესი, უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს, ვიდრე ოფიციალურად დასაქმებულთა რაოდენობის მოძიება. 

წყარო: https://bm.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
Netflix

წიგნის მიხედვით გადაღებული 6 სერიალი, რომლებსაც Netflix-ზე ნახავთ

ფარული კამერები, რომლებსაც ვერასდროს დააფიქსირებენ – Amazon-ის 5 ნივთი