კომპანია Huawei სმარტფონების გაყიდვების მკვეთრი ვარდნის გამო ღორის მეურნეობის ტექნოლოგიებში გადადის.
ტრამპის ადმინისტრაციის მიერ, ჩინური სატელეკომუნიკაციო კომპანიის, ეროვნულ საშიშროებად გამოცხადების შემდეგ Huawei-მ სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტებზე წვდომა დაკარგა. მას 5G მოდელების კომპონენტების იმპორტზე ნებართვა არ აქვს.
გამოწვევის საპასუხოდ, კომპანია ტექნოლოგიებში შემოსავლის სხვა წყაროს ეძებს.
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით Huawei ღორის მეურნეობასა და ქვანახშირის მოპოვების ინდუსტრიაზე მუშაობს.
2020 წლის ბოლო კვარტალში კომპანიის სმარტფონების გაყიდვები 42%-ით დაეცა.
Huawei მიმდინარე წელს სმარტფონების წარმოებას, დიდი ალბათობით, 60%-ით შეამცირებს.
წყარო: bbc.com
გაეცანით სხვა ამბებს Venue-ზე
Loading…