ლიტერატურა სავსეა ისტორიებით, რომლებიც წლების ან საუკუნეების განმავლობაშიც კი გვიყვებიან და გვამოგზაურებენ თავიანთ სამყაროში. სავსეა პერსონაჟებით, რომლებიც გვიყვარს, გვძულს ან გვენატრება წიგნის დახურვისთანავე.
წიგნის კითხვისას პერსონაჟებს ავტორის დახმარებით ჩვენს გონებაში ვქმნით და სახეს ვაძლევთ. ხშირად ჩვენს მაგივრად ამას ტელევიზია აკეთებს. ბევრი სერილალი, რომელიც ძალიან მოგვწონს, წიგნების მიხედვითაა გადაღებული.
სტატიაში წარმოგენილია ბოლო დროის ყველაზე წარმატებულ წიგნებზე დაფუძნებული 6 სერიალი.
მწერალმა დიანა გაბალდონმა საგის Outlander (უცხოელი) შექმნა 90-იანების დასაწყისში დაიწყო და 20 წლის შემდეგ, კლერ ბოშამპი წიგნიდან ეკრანზე მოგვევლინა. სერიალის სატელევიზიო ადაპტაციის ნახვა Netflix-ზე შეგვიძლია.
სერიალის (და ორიგინალური რომანის) მთავარი გმირი, მეორე მსოფლიო ომში მედდაა, რომელიც სიყვარულით ფრანკ რენდალზე დაქორწინდა, მაგრამ ის იდუმალი გზით დროში მოგზაურობას შეძლებს და 1743 წელში მოხვდება.
კლერი ჯეიმი ფრეიზერს, შოტლანდიელ რაინდსა და მეომარს ხვდება, რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდება, რაც მის ცხოვრებას სამუდამოდ იცვლის. სერიალის 5 სეზონის ნახვა
შოტლანდიელმა ართურ კონან დოილმა „შერლოკ ჰოლმსი“ XIX საუკუნის ბოლოს დაწერა. გამოცდილი, ინტელექტუალი და ძალიან დაკვირვებულ ინგლისელ დეტექტივის მითიურ პერსონაჟზე უამრავი ეკრანიზაცია გადაიღეს.
BBC-ის მიერ გადაღებული სერიალის ერთ-ერთ საუკეთესო ადაპტაციას Netflix- ზე ნახავთ. “ელემენტარულია, ჩემო ძვირფასო უოტსონ”
მინისერიალში შერლოკის როლს ბენედიქტ კამბერბეჩი ასრულებს. სერიალი 13 ეპიზოდისგან შედგება და სერიების ხანგრძლივობა 90 წუთამდე გრძელდება, რომლებშიც შერლოკ ჰოლმსსა და მის კომპანიონ უოტსონს ბოროტმოქმედ მორიარტთან დაპირისპირება უწევთ.
მაიკლ დობსმა საკუთარი, მწერლის კარიერა 80-ანი წლების მიწურულს, „ბანქოს სახლით“ დაიწყო. 2013 წლის 1 თებერვალს ტრილოგიის პირველი წიგნის მიხედვით გადაღებული სერიალი ეკრანებზე გამოვიდა.
„ბანქოს სახლი“ ბოლო 10 წლის ერთ-ერთ საუკეთესო სერიალად ითვლება. სიუჟეტი ფრენკ ანდერვუდის, დმოკრატიული პარტიის კონგრესმენის ისტორას მოგვითხრობს. „ბანქოს სახლი“ ექვსი სეზონისა და 73 ეპიზოდისგან შედგება.
„სამხრეთის დედოფლის“ ავტორი ესპანელი მწერალი არტურო პერეს რევერტეა. ავტორმა ნაწარმოები 2002 წელს გამოაქვეყნა. ისტორია მაყურებელს ცისფერ ეკრანებზე პირველად სამაუწყებლო და სერიალების მწარმოებელმა კომანია Telemundo-მ უჩვენა.
2011 წელს გადაღებული სერიალის პირველი სეზონი 63 ეპიზოდისგან შედგება, ხოლო 2019 წელს გამოსულ მეორე სეზონში 60 ეპიზოდია. „სამხრეთის დედოფალი“ ტელეკომპანია Telemundo-ს ყველაზე ძვირადღირებული სერიალია.
არტურო პერეს რევერტეს წიგნი და სერიალი მექსიკელი გოგონას, ტერესა მენდოსას ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც სინალოაში დაიბადა, მაგრამ შეყვარებულის გარდაცვალების შემდეგ, საცხოვრებლად გადასვლა ესპანეთში, ქალაქ მელილიაში მოუწევს, სადაც მუშაობას ერთ-ერთ ბარში მიმტანად დაიწყებს.
მალე ტერესა მისი ახალი მეგობრების წყალობით, კონტრაბანდისა და ნარკოტიკებით მოვაჭრეთა სამყაროში მოხვდება.
„13 მიზეზი რატომ“ Netflix-ის ერთ-ერთი საუკეთესო სერიალია თინეიჯერებისთვის. ჯეი აშერის ნოველა „13 მიზეზი რატომ“ 2007 წელს გამოიცა და 2011 წელს New York Times- ის ბესტსელერების სიაში პირველ ადგილს იკავებდა.
10 წლის შემდეგ Netflix-მა ამავე სახელწოდების 4 სეზონისგანშემდგარი სერიალი აჩუქა მაყურებელს და ეკრანებს ჰანა ბეიკერის პერსონაჟი მოუვლინა.
თინეიჯერი ჰანა ისტორიის მთავარი გმირია, რომელმაც თავი მოიკლა. გოგონა ყუთს ტოვებს ჩანაწერებით, რომლებშიც მისი სიკვდილის 13 მიზეზია აღწერილი. სერიალი ბულინგსა და მის მიერ გამოწვეულ პრობლემებზე მოგვითხრობს.
ბოლო წლებში ესპანეთში ელისაბეტ ბენავენტის რომანმა „ვალერიამ“ უდიდესი წარმატება მოიპოვა. წიგნზე დაფუძნებული სერიალი Netflix-მა 2020 წელს გადაიღო.
სიუჟეტის მიხედვით, 4 ერთმანეთისგან განსხვავებული ქალი პრობლემების გადასაჭრელად ერთიანდება.
სერიალში შევხვდებით სამსახურეობრივ თუ ოჯახურ პრობლემებს, სასიყვარულო დილემას, საყვარლებს, ღალატს, სასიყვარულო სამკუთხედებსა და სექსს, რომელიც მადრიდელი ქალის ყოველდღიურობას წარმოადგენს.
„ვალერია“ ნამდვილად არ არის საუკეთესო სერიალი, რომელსაც შენს ცხოვრებაში ნახავ, თუმცა, ბესთსელერის მიხედვით გადაღებული “ვალერია“ გასართობად და მსუბუქად სანახავად ნამდვილად გამოდგება.
ამჟამად სტრიმინგ პლატფორმაზე სერიალის ერთი სეზონის ნახვაა შესაძლებელი. მომდევნო სეზონების გადაღებები უკვე იგეგმება.
სტატიაში ჩამოთვლილი ექვსივე სერიალის ნახვა Netflix-ზე შეგვიძლია. ისღა დაგვრჩენია, სავარძლებში კომფორტულად მოვკალათდეთ და სასურველი სერიალების ნახვით დრო სასიამოვნოდ გავიყვანოთ.
Loading…