in ,

„აიისა“ – მეტი, ვიდრე პრეზერვატივი

აიისა“ პრეზერვატივების ქართული ბრენდია. კომპანია კომერციულ სამიზნე აუდიტორიას მას შემდეგ გასცდა, რაც პროდუქციის შეფუთვაზე შეფუთვაზე ორ თითზე წამოცმული პრეზერვატივის, თამარ მეფისა და კიდევ ორი სიმბოლოს გამოსახვისთვის 500 ლარით დაჯარიმდა. კომპანიამ გამოხატვის თავისუფლებისთვის სმართლებრივი დავა დაიწყო და მოსარჩელეა სტრასბურგისა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოებში. კომპანიის დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძე Venue.-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ „აიისასთვის“ პროვოკაციული ნაბიჯები მიუღებელია. მისი აზრით, თითოეული ქმედება გამყარებული უნდა იყოს იდეურად.

იდეა

იდეა დაიბადა ჩემი 21-ე დაბადების დღის ღამეს, რომელზეც სლოგანად მქონდა already21/21yet, რადგან მაწუხებდა ის შინაგანი სტანდარტი, რაც საკუთარი თავის მიმართ დაწესებული მქონდა.

პირდაპირი ინსპირაცია სექსუალობის საკითხების ფუნდამენტურობა და ჯემ ფესტზე დაკვირვების შედეგად, პროდუქტებზე მოთხოვნა-მიწოდების დისბალანსი, დეფიციტი იყო. მაშინ გავიაზრე, რომ უნდა გამეკეთებინა სექსუალობასთან დაკავშირებული ყველაზე კეთილშობილური პროდუქტის, კონტრაცეპტივის – პრეზერვატივების კონცეპტუალური ბრენდი, რომელსაც ექნებოდა მესიჯბოქსისაზოგადოებრივი აზრის ცვლილებისთვის და შესაბამისი სერვისი სამომხმარებლო ჩვევის შესაცვლელად.

მოლოდინები

იდეის ჩასახვიდან იდეის განხორციელების დაწყებამდე თითქმის 8 თვე გავიდა და გამოწვეული იყო ზოგიერთი გარემოებით, რაც კარგი აღმოჩნდა ბიძგისთვის. რადგან ბიზნესის კეთებაში გამოუცდელი ვიყავი, არ მქონდა დაჭერილი თადარიგი, თუმცა წარმატებაში დარწმუნებული ვიყავი. ტექნიკურად მეტი მომზადება მეტი სარგებლის მიღების საშუალებას მომცემდა, მიუხედავად იმისა, რომ სტარტაპის ექსპრომტად დალონჩვა ძალიან ბუნებრივი მოვლენა იყო.

წარმატებაში დარწმუნებულობა იმითიც დადასტურდა, რომ ბრენდის გასაჯაროვების პირველივე დღეს რიჩი 500 000 იყო და განცდის დონეზე მქონდა შეგრძნება, რომ ეს ისედაც ასე უნდა იყოს.

ბრენდის სახელი

ბრენდის კონცეფცია ჩანასახშივე გულისხმობდა პრეზერვატივების ალტერნატიული ფორმით გაყიდვას და სერვისის შექმნას, რაშიც სავაჭრო აპარატებით ე.წ ვენდინგებით, კონდომატებითვაჭრობა იგულისხმება. ამით კრიტიკა მიმართული იყო ბაზარზე არსებული მსხვილი გამყიდველების მიმართ და არავითარ შემთხვევაში მომხმარებლის მიმართ, რომელსაც აქვს უფლება, იყოს მორიდებულიც და ნეიტრალურად განწყობილიც ინტიმური პროდუქტის  შეძენისას. კონცეფციის საბოლოოდ ჩამოყალიბების შემდეგ, დადგა მომენტი ბრენდნეიმის ასარჩევად და დაერქვა აიისასაიისა, დიდწილად ხალხური სახელწოდება.

კოლექციების სახელები

აიისას პროდუქტი იყოფა სერიებად ან Single Edition-ებად. ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ მათი მნიშვნელობის განსაზღვრაა. ამბიცია თავიდანვე იყო, რომ არ არსებობს საკითხი, რომელსაც არ/ვერ შეიძლება შეეხოს აიისა სექსუალობის პრიზმით და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი აუცილებლად უნდა იყოს იდეურად მაღალი სტანდარტებით გამყარებული. აიისას გამოხმაურება შეიძლება იყოს სპორტზე, პოლიტიკაზე, ისტორიაზე, გართობაზე, მუსიკაზე, ნებისმიერ აქტუალურ საკითხზე etc.  მაგალითად, ასეთია პირველი საერთაშორისო წარმატების მომტანი სერია – Occupation Line, რაც გულისხმობს ისევე როგორც ოკუპაციის სერიას, ასევე რეალურ ოკუპაციის ხაზს, რომელიც რუსეთისა და მცოცავი ოკუპაციის „დამსახურებით“ თბილისიდან 40 კილომეტრზე ნაკლებშია. 

იდეა და ადამიანები

კონკრეტული იდეა შეიძლება, ნებისმიერ ადამიანს ეკუთვნოდეს, მაგრამ ე.წ ბრიფი რაც მიმართულებას განსაზღვრავს, ყოველთვის ჩემი ტვინის ნაჟურია და არა იმიტომ, რომ სხვას ამის უფლება არ აქვს. უფრო, ალბათ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად აიისა ჩემი პერსონის ნაწილია, თუმცა თავისი საზღვრები აქვს. სხვადასხვა დროს აიისაზე ე.წ აუთსორსზე უმუშავიათ კრეატიულ სააგენტოებს: FollowFox და Holmes&Watson. უშუალოდ აიისას თანამშრომლები არიან კურიერები, სოციალური მედიის მენეჯერები, ფინანსისტი, აიტი უზრუნველყოფის მენეჯერი და მე, აიისასდამფუძნებელი და აღმასრულებელი მენეჯერი.

სამიზნე აუდიტორია

პრე-პანდემიურ პირობებში ქართულ ბაზარზე შესაძლებელი იყო აიისას შეძენა ათეულობით ბარში, ზემოთ აღნიშნული კონდომატებით და ზოგიერთ ობიექტზე სავაჭრო ცენტრებში. ასევე ევროკავშირის 9 და 3 სხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახის ექსპორტის ფორმით. მიმდინარედ გლოვოს საკურიერო სერვისით და ამ დროის განმავლობაში, უწყვეტად ჩვენს საკუთარ პლატფორმებზე, სადაც + არსებობს სერვისი #გაბანტე რაც ექსკლუზიური შეკვეთების მიღებას გულისხმობს. რაც შეეხება სამიზნე აუდიტორიას, ბრენდის იდეური სამიზნე აუდიტორია მთელი მოსახლეობაა, მათ შორის საქართველოს საზღვრებს გარეთ. ფაქტობრივი სამიზნე აუდიტორიის კუთხით კი მეამაყება, რომ აიისას მომხმარებლების სტატისტიკა სქესით 50-50-ზეა და ბრენდს ბევრი ლოიალური მომხმარებელი ჰყავს.

გამორჩეული ბრენდი

აიისას ბრენდნეიმი ბოლო დეტალია, თუმცა არა მნიშვნელობით, რითიც პროდუქტი გამოირჩევა. პირიქით, აიისას მიზანი აბსოლუტურად ყველა დეტალით გამორჩეულობაა. საბაზისო დეტალებიდანასეთებია:

1) თითოეული დიზაინი, როგორც სტიკერი (მეტი გამოყენებითი დანიშნულებისთვის)

2) თითოეული კონდომის შეფუთვის უკანა მხარეს დატანილი QR კოდი, ციფრული დატვირთვისთვის (ამჯერად მუსიკალური ფოდქასთი SEX SOUNDTRACKS)

3) თითოეული კონდომისთვის დამახასიათებელი შოკოლადის არომატი (გამოდის 2 განსხვავებულ ანატომიურ ზომაში და სისქეში (იგულისხმება ცალკეული პროდუქტი აიისა TRANSPARENT))

4) პროდუქტის მუყაოს შეფუთვა – აიისა POCKET (3ც.) რომელიც სპეციალურად ჯიბის შეფუთვააწვეტების გარეშე, შარვლის უკანა ან სხვა ჯიბისთვის და აიისა WALLET (9ც.) საფულის ფორმის შეფუთვა.

რაც შეეხება ნიშას, ის უნიკალურია. მართალია, თავდაპირველ ეტაპზე იყო უხარისხოდ გაწეული კონკურენციის მცდელობები, თუმცა ეგ ამბები გასახსენებლადაც არ ღირს. აიისას შემთხვევა წესს ამტკიცებს, რომ სასარგებლო მხოლოდ ჯანსაღი კონკურენცია შეიძლება იყოს, უხარისხო კონკურენცია კი პირიქით, მთლიანი ბაზრის ‘დამაბინძურებელია’. აიისა, ამერიკის ყველაზე ცნობილი ონლიანმაღაზიის RipnRoll-ის აზრით, მსოფლიოს კონცეპტუალური პრეზერვატივების ბრენდების ტოპ 10-შიც შევიდა.

შეცდომები

რამდენიმე შეცდომის გამოყოფა შეიძლება:

1) არასწორი ადამიანების ჩართვა საქმეში, რაც დროის დაკარგვის საწინდარია და მწარე გამოცდილებაა. მაშინ ვისწავლე, რომ აიისაზე მუშაობის მინდობა უზუსტესად შერჩეულ და თავისუფალი გრაფიკის მქონე ადამიანებზე სჯობს.

2) დასახულ ვადებში კონკრეტული ამოცანის ვერშესრულება შეცდომებითაა გამოწვეული და აქედან გაკვეთილი ამ დანაკლისის ერთიორად გაპლუსების მოპოვებაა.

3) წარმოუდგენელი ფორსმაჟორული სიტუაციის დადგომამდე, არადივერსიფიცირებულიშემოსავლების ქონა და პანდემიის პირობებში სტაბილურ რელსებზე შედგომის აუცილებლობა.

პანდემიის დროს ბევრ ბიზნესს შეექმნა ფინანსური პრობლემა, „აიისაზე“ თუ აისახა ეს კრიზისული პერიოდი?

წინა შეკითხვაში ნახსენები მე-3 პუნქტი სწორედ ამას ეხება. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს პროდუქტის ტიპიდან გამომდინარე, გაყიდვებისთვის ხელი უნდა შეეწყო მასობრივ ლოკდაუნს, მიკრობაზარზე საცალო გაყიდვებისთვის ვერ და შემდეგ უკვე გააზრებულად არმომზადებამსტაბილური შემოსავლის პრობლემა გრძელვადიანად გააჩინა. პამდემიის დასაწყისში დაკისრებული ფინანსური ვალდებულებების გადაწყვეტა საერთაშორისო ონლაინბაზრის ტარგეტირებითგადაწყდა, რამაც თავის როლი შეასრულა, თუმცა ჩანასახშივე მალე ამოწურვადი ჩანდა.

დასტაბილურებლი პანდემიის ფარგლებში, საქართველოში მომხმარებლების შემცირებული შემოსავლები და მსყიდველუნარიანობა აიისაზე საგრძნობლად ისახება. 

პროვოკაცია

პროვოკაციული ნაბიჯები აიისასთვის მიუღებელია. თითოეული ნაბიჯი გამყარებული უნდა იყოს იდეურად. ბრენდის ცნობადობის პრობლემა არასდროს მდგარა და ჩემი გადმოსახედიდან, ეს სწორედ იმ იდეების დამსახურებაა, რომლებზეც ის დგას.

გაყიდვების გასაზრდელად მიგვიმართავს ახალი სერიის ჩაშვებისთვის, რადგან არსებობს ამბიცია, თუნდაც ყველაზე არახელსაყრელ დროს გაყიდვების ხელოვნურად გააქტიურების.

გეგმები

აიისას როგორც ბრენდის დიაპაზონის გაფართოვება ჩაფიქრებული დასაწყისშივე იყო. ტურისტული ნაკადების არარსებობის გამო, შეჩერებულია მიმდინარე პროექტი, ქვებრენდის შოურუმის კონცეფციით. ამას გარდა, შესაბამის მომენტს ელოდება საგანმანათლებლო და სოციალური პლატფორმების ჩაშვება. 

რჩევები

გამბედაობის არქონა, ალბათ, ავტომატურად ნიშნავს არასაკმარის სურვილს. რჩევის მიცემა ხმამაღალია, მაგრამ თუ საკუთარ თავთან ყველაფერი დალაგებულია, მაშინ შესაძლებელია, თუნდაც ყველაზე დაუჯერებელი იდეის ხორცშესხმა. მჯერა, რომ რაციონალურობის ფარგლებში, პანდემიის პირობებშიც კი და იქნებ პირიქითაც, ზუსტადაც, რომ პანდემიის პირობებში!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხობს

Clubhouse-ის უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას