ბიტკოინი მწვერვალების დაპყრობას რეკორდული მაჩვენებლებით განაგრძობს. გასულ კვირას კრიპტოვალუტამ 58 000 დოლარს მიაღწია.
კრიპტოვალუტა იანვრიდან მოყოლებული 90%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც მისი მთლიანი საბაზრო ღირებულება ტრილიონ დოლარს შეადგენს.
ამ წინსვლის მიზეზი ის გახდა, რომ Tesla-მ და სხვა მსხვილმა კომპანიებმა ბიტკოინი გადახდის ერთ-ერთ საშუალებად დაუშვეს.
CoinDesk-ის თანახმად, ბიტკოინმა წელიწადი 28 900 დოლარით დაიწყო.
წყარო: BBC.COM
Loading…