Spotify უახლოეს დღეებში საქართველოშიც იქნება ხელმისაწვდომი. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.
საქართველოს გარდა, Spotify კიდევ 84 ქვეყანას დაფარავს, რაც ჯამში მილიარდ პოტენციურ მომხმარებელს უდრის.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, მთლიანი მუსიკალური კატალოგი ხელმისაწვდომი იქნება 85-ვე ახალი ქვეყნისთვის, ხოლო პოდკასტები მათი უმრავლესობისთვის.
„ვაპირებთ, ვითანამშრომლოთ ადგილობრივ მუსიკოსებთან, რათა ჩვენი მუსიკალური კატალოგი გავამრავალფეროვნოთ. ჩვენი მიზანია, „სპოტიფაის“ მიერ შეთავაზებული პროდუქტი პასუხობდეს თითოეული ახალი მარკეტის მოთხოვნებს“ – აცხადებენ კომპანიაში.
„სპოტიფაი“ მომხმარებელს შესთავაზებს როგორც უფასო, ისე პრემიერ პაკეტებს.
Loading…