in

მუსიკალური ბენდი Daft Punk-ი დაიშალა

28-წლიანი მუსიკალური კარიერის შემდეგ, Daft Punk-ი დაიშალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მუსიკოსებს გადაწყვეტილების მიზეზებზე არ უსაუბრიათ.

მუსიკალურმა დუეტმა დაშლის შესახებ გადაწყვეტილება საზოგადოებას ორიგინალურად აცნობა და ვიდეო სახელწოდებით „ეპილოგი“ გაავრცელა.

ჯგუფი 1993 წელს პარიზში შეიქმნა. მათი სადებიუტო ალბომი Homework საცეკვაო მუსიკის ისტორიაში გარდამტეხ მოვლენად მიიჩენვა. 2013 წელს ფარელ უილიამსთან ერთად ჩაწერილი Get Lucky კი რეტრო-დისკო მუსიკის ერთ-ერთი საუკეთესო ჰიტი იყო. ალბომმა Random Access Memories კი 2014 წელს „გრემი“ მიიღო.

გამორჩეულია Daft Punk-ის კოლაბორაცია „უიქენდთან“, რომელთან ერთადაც შეიქმნა ცნობილი სიმღერები – Starboy და I Feel It Coming.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Spotify საქართველოში შემოდის

სიმპათიური მამაკაცი საავადმყოფოდან – სინამდვილეში, ნამცხვარია