in ,

რატომ არის ყავა სასარგებლო – 9 მიზეზი

„ყავა – ცივილიზებული სამყაროს საყვარელი სასმელი.“ ტომას ჯეფერსონმა ამ სიტყვებით უამრავი ადამიანის ყავისადმი დამოკიდებულება გამოხატა.

ბევრისთვის კოფეინი დილით გამოღვიძებისა და ენერგიით მომარაგების ერთადერთი საშუალებაა. თუმცა სასარგებლოა კი მისი რეგულარულად მიღება?

კვლევები მოწმობენ, რომ ყავისგან იმაზე მეტის მიღება არის შესაძლებელი, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ყავა სავსე არის ნივთიერებებით, რომლებიც იმ დაავადებებისგან გიცავთ, რომლებიც უფრო ხშირად ქალებში გვხვდება. მათ შორის ალცაიმერისა და გულის დაავადებები.

„ყავაზე გაფიქრებისას კოფეინი არის პირველი, რაც გაფიქრდება. თუმცა, ყავა ასევე შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და სხვა აქტიურ ნივთიერებებს, რომელთაც შინაგანი ანთების შემცირება და დაავადებებისგან დაცვა შეუძლიათ“

დაიანა ვიზთუმი ნუტრიციონისტი

ჯანმრთელობის მთავარი უპირატესობები ყავის მოხმარებისას

შეიძლება, უფრო დიდხანს იცოცხლოთ

უახლესმა კვლევებმა აჩვენა, რომ ყავის მომხმარებლები იშვიათად იღუპებიან სიკვდილის გამომწვევი რამდენიმე მიზეზის გამო, ესენია: გულის კორონარული დაავადება, ინსულტი, დიაბეტი და თირკმელების დაავადება.

თქვენს სხეულს გლუკოზისა თუ შაქრის უკეთ გადამუშავება შეუძლია.

ეს არის კვლევების მიღმა არსებული თეორია. მან აჩვენა, რომ ადამიანებს, რომლებიც მეტ ყავას მოიხმარენ, ნაკლებად უვითარდებათ მე-2 ტიპის დიაბეტი.

გულის უკმარისობით დაავადების ნაკლები შანსი გაქვთ

დღეში ერთი ან ორი ჭიქა ყავის დალევას გულის უკმარისობის პრევენცია შეუძლია, როდესაც დასუსტებულ გულს ორგანიზმში საკმარისი რაოდენობით სისხლის ‘გადამისამართება’ უჭირს.

პარკინსონის დაავადების განვითარების ნაკლები შანსი გაქვთ

კოფეინი არამხოლოდ პარკინსონის დაავადების განვითარებას უშლის ხელს, არამედ მათაც ეხმარება, ვისაც მოძრაობების კონტროლი უჭირს.

თქვენი ღვიძლი მადლობას გადაგიხდით

რეგულარული და უკოფეინო ყავა თქვენს ღვიძლს იცავს. კვლევა აჩვენებს, რომ ყავის მსმელებს ღვიძლის ფერმენტის დონე უფრო მაღალი აქვთ, ვიდრე მათ, ვინც ყავას არ სვამს.

თქვენი დნმ უფრო ძლიერი იქნება

მუქი ყავა დნკ-ში წყვეტებს ამცირებს, რომლებიც ბუნებრივად ჩნდება, თუმცა სიმსივნის განვითარება შეუძლიათ, თუკი თქვენივე უჯრედებით არ აღდგებიან.

მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადების შანსებს ამცირებს

23-დან ერთ ქალს უვითარდება მსხვილი ნაწლავის კიბო. თუმცა, მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ყავის მსმელებში 26%-ით ნაკლებია მისი განვითარების შანსი.

ალცაიმერის განვითარების რისკს ამცირებს

ამერიკაში ალცაიმერით დაავადებულთა, თითქმის, ორი მესამედი ქალია. თუმცა, დღეში ორ ჭიქა ყავას შეუძლია, რომ დაავადებისგან მნიშვნელოვანი დაცვით უზრუნველგყოთ. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ 65 წლის და უფროსი ქალები, რომლებიც 2-3 ჭიქა ყავას მიირთმევენ, ნაკლებად უვითარდებათ დემენცია.

ინსულტი, სავარაუდოდ, არ დაგემართებათ

ქალები, რომლებიც დღეში, სულ მცირე, ერთ ჭიქა ყავას მიირთმევენ, დაბალი ინსულტის რისკით გამოირჩევიან. ის ქალთა სიკვდილიანობის მეოთხე მთავარი მიზეზია.

წყარო: hopkinsmedicine.org

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ქართული რეკლამები, რომელთა ნახვაც ბავშვობის ნოსტალგიას გაგიღვიძებს – ნაწილი I

საუკეთესო უფასო აპლიკაციები შფოთვასთან გასამკლავებლად