სადაზღვევო კომპანიამ არდიმ, სააგენტო Betterfly DDB-სთან კოლაბორაციით, თანამედროვე დიზაინისა და დამატებითი ფუნქციების მქონე, განახლებული ვებგვერდის ბეტა ვერსია წარადგინა.
უპირატესობები
კომპანიის ახალი ციფრული პლატფორმა კიდევ უფრო მეტად არის მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და სურვილებს. ის ერთ სივრცეში აერთიანებს არდის ყველაზე მოთხოვნად პროდუქტებსა და მომსახურებას. დაზღვეულებს სასურველი ოპერაციების მარტივად და სწრაფად განხორციელების შესაძლებლობას სთავაზობს. გარდა ამისა, კომპანიასთან ურთიერთობას ხდის მეტად მოქნილსა და კომფორტულს. ვებგვერდი ადაპტირებულია როგორც სმარტფონების, ასევე პლანშეტის ეკრანებზე.
სიახლეები
ვებგვერდის ნებისმიერ ვიზიტორს შეუძლია, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია არდის პროდუქტებსა და მომსახურებაზე; გაეცნოს სპეციალურ და ექსკლუზიურ შეთავაზებებს როგორც ჯანმრთელობის, ისე ავტოდაზღვევისა და ქონების დაზღვევის მფლობელებისათვის; ჩანიშნოს შეხვედრა სადაზღვევო მრჩეველთან ან გაესაუბროს ოპერატორს 24-საათიანი Live-ჩატის მეშვეობით; შეარჩიოს სასურველი პროდუქტი და დაეზღვიოს ონლაინ.
ვებგვერდზე არდის დაზღვეულები ისარგებლებენ პირადი დეშბორდით – „ჩემი ოთახით“. Beta ვერსიის ფარგლებში, მათ შესაძლებლობა აქვთ, კიდევ უფრო მარტივად განახორციელონ ისეთი ყოველდღიური საჭიროების ოპერაციები, როგორებიცაა: ანაზღაურებისა და საგარანტიო მიმართვის მოთხოვნა, ავტომობილის სადაზღვევო შემთხვევის დაფიქსირება, სადაზღვევო პრემიის გადახდა, სადაზღვევო ისტორიისა და მიღებული დანიშნულებების ნახვა, პარტნიორების შეთავაზებების გაცნობა, ელექტრონული ბარათის ჩამოტვირთვა და სხვა.
როგორც არდის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეონა გოდერიძემ განაცხადა, ვებგვერდზე მუშაობისას, მათი მთავარი მიზანი იყო მომხმარებელსა და კომპანიას შორის ურთიერთობა კიდევ უფრო მოქნილი და თანამედრო გამხდარიყო.
„ჩვენი მიზანი იყო დაზღვეულებისთვის შეგვექმნა კომფორტული ვირტუალური სივრცე, სადაც დამოუკიდებლად და მარტივად შეძლებდნენ სასურველი ოპერაციების განხორცილებას და მიიღებდნენ მომხმარებლის საუკეთესო გამოცდილებას. სწორედ ამიტომ მუშაობის დაწყებიდან არაერთი მსოფლიოში აღირებული და საუკეთესო UX (UserExperience) -ის მქონე პორტალების ნიმუშები დავამუშავეთ და შევაჯერეთ. სწორედ ამ კვლევის ანალიზის შედეგად, შევქმენით ვებგვერდის დეშბორდი და პირადი კაბინეტი, რაც, იმედი გვაქვს, ჩვენი დაზღვეულებისთვის ღირებული და მოსახერხებელი იქნება – მხოლოდ ამ შემთხვევაში ჩავთვლით, რომ მიზანი მიღწეულია“.
არდის ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა გოდერიძე
ვებგვერდზე მუშაობა უწყვეტი რეჟიმით მიმდინარეობს. მალე არდი მომხმარებლებს კიდევ უფრო დახვეწილ ვერსიას წარუდგენს, დამატებითი და ინოვაციური ფუნქციონალებით.
არდის ციფრული ტრანსფორმაცია გრძელდება და უახლოეს მომავალში მომხმარებლები უკვე მარტივი და თანამედროვე მობილური აპლიკაციითაც ისარგებლებენ.
Loading…