გასულ კვირას მარსზე Nasa-ს თვითმავალი მოხეტიალე წარმატებით დაჯდა, რაშიც მას გიგანტური პარაშუტი ეხმარებოდა. კოსმოსური სააგენტოს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა მოგვიანებით გაამხილეს, რომ იგი შეიცავდა ორობითი სისტემით კომპიუტერულ კოდში დაწერილ ფარულ შეტყობინებას.
ალენ ჩენმა, „შეუპოვრობის“ სისტემის ინჟინერმა პრესკომფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა:
იმედი გვაქვს, ეს შთაგონება ინჟინერიაში სხვებისთვის სამაგალითო გახდება. ზოგჯერ ჩვენ ვტოვებთ შეტყობინებებს, იმ მიზნით, რომ სხვებმა იპოვონ და გაშიფრონ.
ადამ სტელცერმა, Perseverance-ის მთავარმა ინჟინერმა, twitter-ის მეშვეობით დაადასტურა შეტყობინების არსებობა.
„გაბედე დიდებული რაღაცები“ – ფრაზა, რომელიც პარაშუტზე იყო დატანილი, პრეზიდენტ რუზველტს ეკუთვნის.
გარდა აღნიშნული შეგონებისა, ეს არ იყო ერთადერთი „შეუპოვრობა“, რომელიც მარსზე ჩაიტანეს. ნასას მიერ გამოქვეყნებულ ათასობით ფოტოში ჩანს, რომ შვეულმფრენის ნაწილზე პატარა „საოჯახო პორტრეტია“ გამოსახული:
როგორც ცნობილია, საინტერესო მესიჯებს უახლეს დღეებში კვლავ უნდა ველოდოთ. Nasa-ში კი არ გამორიცხავენ, რომ მსგავს დაშიფრულ შეტყობინებებს სამომავლოდაც მიმართავენ.
წყარო: theverge.com
ამავე თემაზე:
ვირტუალური ტური მარსის დასათვალიერებლად – 360°
„აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით!“ – ფრაზა NASA-ს მოხეტიალემ მარსზე ჩაიტანა
„გამარჯობა, მსოფლიო!“ – NASA-ს მოხეტიალე მარსიდან პირველ შეტყობინებას გვიგზავნის
„საქართველოს მეორე გზავნილი“ მარსზე დღეს ღამით დაჯდება – სად ვუყუროთ
ვინ არიან ქართველი მეცნიერები, რომელთა გვარებსაც NASA ერთ კვირაში მარსზე ჩაიტანს
Loading…