ლიეტუვის სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში 2021 წლისათვის სამაგისტრო პროგრამებზე აპლიკანტების მიღება დაიწყო.
პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სტიპენდიებს გთავაზობთ სამაგისტრო ან ინტეგრირებულ (მაგისტრატურის ხარისხის ექვივალენტი) სწავლებას სრულ განაკვეთზე.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსის, ჩინეთის, ისრაელის, იაპონიის, სამხრეთ კორეის, მოლდოვასა და უკრაინის მოქალაქეებს. ასევე, ლიეტუვური წარმოშობის უცხოელებს – ევროკავშირისა და EFTA- ს არაწევრი ქვეყნებიდან.
ყოველთვიური სტიპენდია 400 ევროს უტოლდება. გამოცხადებული სამაგისტრო გრანტები შემდეგ მიმართულებებს ითვალისწინებს: - მათემატიკა; - ინფორმატიკა; - ინჟინერია; - ტექნოლოგიური მეცნიერებები; - სოფლის მეურნეობა; - განათლების მეცნიერებები; - ხელოვნება; - სპორტი და სხვ. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ოფიციალურ ვებ.გვერდს
გაეცანით საგანმანათლებლო პროგრამებს სხვა ქვეყნებში
Loading…