in ,

რატომ ცივა უდაბნოში?

უდაბნო ღამით

მართალია, უდაბნო ყველასთვის სიცხესთან და მხურვალე მზესთან ასოცირდება, თუმცა აღსანიშნავია, რომ საჰარას უდაბნოში ტემპერატურა ღამით საშუალოდ 42 გრადუს ცელსიუსამდე შეიძლება დაეცეს.

სტატიიდან გაიგებთ, თუ რატომ ეცემა ასე შესამჩნევად ტემპერატურა ისეთ მშრალ ადგილას, როგორიც უდაბნოა და როგორ უმკლავდებიან ამას მკვიდრი ცხოველები და მცენარეები?

სიცხე და ტენიანობა

მშრალ რეგიონებში, რომელთაც დედამიწის 35% უჭირავთ, ტემპერატურის მკვეთრ ვარდნას ორი მიზეზი აქვს: ქვიშა და ტენიანობა.

ქვიშა სითბოს კარგად ვერ ინახავს, ამიტომ სიცხესა და მზის სხივებს უდაბნოში ქვიშის ზედა ნაწილი იწოვს და ჰაერში აბრუნებს. შესაბამისად, ღამით ქვიშიდან სითბო ჰაერში მალევე იფრქვევა, რასაც მკვეთრი სიცივე მოჰყვება.

ტემპერატურის უეცარი ცვალებადობის მთავარი მიზეზი უდაბნოში ჰაერის განსაკუთრებული სიმშრალეა. ტენიანობის მაჩვენებელი საჰარას მსგავს უდაბნოებში, პრაქტიკულად, ნულის ტოლია. ქვიშისგან განსხვავებით კი წყალს სითბოს შენახვის დიდი შესაძლებლობა აქვს.

ექსტრემალური ტემპერატურისადმი ადაპტაცია

ცხოველების ყველაზე გავრცელებული და მრავალფეროვანი ჯგუფი –  ქვეწარმავლები ექსტრემალური ტემპერატურისადმი კარგად ადაპტირებულები არიან. მიზეზი კი ცხოველთა ამ ჯგუფის ცივსისხლიანობა ან ექტოთერმულობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ სხეულის ტემპერატურის შესანარჩუნებლად მათ ენერგიის დახარჯვა არ სჭირდებათ.

თბილსისხლიანი, დიდი ზომის ძუძუმწოვარი ცხოველი – აქლემი, უდაბნოს მკაცრ ბუნებრივ პირობებს, მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნების ბუნებრივი უნარით უმკლავდება.

უდაბნოს ჩიტები აორთქლებად გაგრილებას იყენებენ, რომლის მეშვეობითაც მათ წყალი სხეულიდან სითბოს გამოსაყოფად სჭირდებათ.

ჩიტებისგან განსხვავებით, მცენარეები უფრო დაუცველები არიან უდაბნოს ექსტრემალური ტემპერატურის ცვალებადობისადმი. ამის მიზეზი კი გადაადგილების უუნარობაა. სწორედ ამიტომ, უდაბნოს საკულტო მცენარემ – კაქტუსმა რიგი თავდაცვითი მექანიზმი გამოიმუშავა, ესენია: ეკლები და შხამები. ამით ისინი თავის წყალს მტაცებლებისგან იცავს.

კლიმატის ცვლილება  

კლიმატის ცვლილება უდაბნოებისთვის სერიოზულ პრობლემას ნალექის თვალსაზრისით წარმოადგენს, რადგან უდაბნოს არსებები სწორედ მასზე არიან დამოკიდებულები.

„ის ნაკლებად შეთავსებადი გახდება, თქვენ შედარებით ნესტიანი და შედარებით მშრალი წლები გექნებათ. მაშინაც კი თუ წლების უმეტესობა ნესტიანი იქნება, ერთი მშრალი წელი საკმარისი იქნება იმისთვის, რომ დიდი პრობლემები გამოიწვიოს.“

დეილ დენარდო არიზონას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარემოს ფსიქოლოგი

წყარო: livescience.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

8 ფოტო, რომელიც გვარწმუნებს, რამდენად შორს წავიდა მეცნიერება

ვირტუალური ტური მარსის დასათვალიერებლად – 360°