Google-მ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ანდროიდ სმარტფონებზე მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნას კონკრეტული დროისა და თარიღის მიხედვით დაგეგმავთ.
ეს ფუნქცია საშუალებას მოგცემთ, პირველმა მიულოცოთ თქვენს მეგობარს დაბადების დღე შუაღამისას ან დაგეგმოთ შეტყობინების გაგზავნა ვინმესთვის, სანამ დაივიწყებთ, რისი თქმა გსურდათ.
რა დაგვჭირდება ამ ფუნქციის გასააქტიურებლად?!
თქვენ უბრალოდ გჭირდებათ ტელეფონი Android 7-ის ან უფრო ახალი ვერსიის მხარდაჭერით. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ გადმოწეროთ Messages უახლესი ვერსია Playstore-დან.
როგორ ვისარგებლოთ ახალი ფუნქციით?
მოკლე ტექსტური შეტყობინების აპლიკაციაში უნდა ავირჩიოთ ჩვენთვის სასურველი მიმოწერა, ჩავწეროთ ტექსტი და გაგზავნის ღილაკს დიდხანს დავაწვეთ. ამის შემდეგ თქვენ დაინახავთ განრიგის ფანჯარას და შეძლებთ სასურველი დრო აარჩიოთ.
წყარო: cnbc.com
Loading…