in , ,

მარო მაყაშვილის გამოსახულებით საფოსტო მარკის ესკიზი დამტკიცდა

საფოსტო მარკა მარო მაყაშვილის გამოსახულებით

მარო მაყაშვილის გამოსახულებით საფოსტო მარკის ესკიზი დამტკიცდა, ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლის თავზე, იმ გმირებისთვის პატივის მისაგებად, რომლებიც უთანასწორო ბრძოლაში გმირულად იბრძოდნენ და სამშობლოს დამოუკიდებლობას თავი შესწირეს, საქართველოს საფოსტო მარკის ესკიზი დამტკიცდა.

შედეგად, უახლოეს მომავალში მიმოქცევაში გაეშვება საფოსტო მარკა, საქართველოს პირველი ქალი ეროვნული გმირის – მარო მაყაშვილის გამოსახულებით.

საქართველოს ეროვნული გმირი და წითელი ჯვრის მოწყალების და 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთის ჯარებთან სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში, თბილისის მისადგომებთან დაიღუპა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

როგორ დავწეროთ კარგი სამოტივაციო წერილი – რჩევები

ვაქცინაცია

1,2 მილიონ ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ Pfizer-ის ვაქცინის 94%-იანი ეფექტურობა აჩვენა