„ოქროს გლობუსის“ 78-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე წარდგენილი იქნება Frida Mom „ველნეს“ ბრენდის რეკლამა, რომელიც 2020 წლის ოსკარზე აიკრძალა. დაჯილდოების ცერემონიალს მაყურებელი NBC უნივერსალზე შაბათ-კვირას იხილავს.
ინოვაციური კამპანია წარმოგვიდგენს რეკლამას, სადაც მეძუძური დედებისა და მათი არცთუ ისე მიმზიდველი ცხოვრების დეტალებია ასახული. NBC უნივერსალი ბრენდს პარტნიორობას უწევს და 30-წამიან მონაკვეთს გადასცემს მაუწყებლობით. რეკლამის სრული ფორმატი ინტერნეტსივრცეში უკვე გავრცელდა, მოწოდებებით – „იზრუნე საკუთარ მკერდზე და არა მხოლოდ შენს პატარაზე“; კომპანიის აზრით, სარეკლამო რგოლში გამოიხატება ქალებისა და დედების ნამდვილი, ავთენტური პორტრეტი.
NBCU-ს წარმომადგენლის თქმით, ისინი Frida-სთან თანამშრომლობას დათანხმდნენ, რადგან იზიარებენ რეკლამის მთავარ იდეასა და კრეატიულ ხედვას; მისი აზრით, ის აჩვენებს დედების რეალურ სახეს, როგორ სირთულეებთან არის დაკავშირებული ძუძუთი კვება; რეკლამა კი განსხვავებულია და მორგებულია სტანდარტებსა და სხვადასხვა „გაიდლაინებს“.
სარეკლამო რგოლის ავტორი გახლავთ სააგენტო „Mekanism“-ი და მისი დირექტორი რაკელ მორისონი; ის პირველი ქალი კინემატოგრაფია, რომელიც ნომინირებული იყო ოსკარზე Netflix-ის ფილმისთვის „Mudbound“. მას ეკუთვნის ასევე Marvel-ის „Black Panther“.
ვიდეო რგოლში მონაწილეობენ ქალბატონები, რომლებიც რეალურ ცხოვრებაშიც დედები არიან. ისინი ვიდეოში, არამარტო ძუძუთი კვებისგან განცდილ არეულობასა და ტანჯვას გამოხატავენ, არამედ ბევრი ქალის ცხოვრების ისტორიას ჰყვებიან.
კამპანია წარმოადგენს 4 ახალ პროდუქტს, რომელიც სპეციალურად მშობიარობის შემდეგი პერიოდისთვისაა შექმნილი, მკერდის დასაცავად.
Frida Mom-ის გამოცდილება განსხვავებული იყო ტელეკომპანია ABC-ზე; ერთი წლის წინ ის არ დაუშვეს Academy Awards-ის გადაცემაში.
დიდი ბრიტანეთში ცნობილი ბრენდი Tommee Tippee ასევე ემზადება ახალი რეკლამის საჩვენებლად, რომელიც მსგავს იდეას იზიარებს. ვიდეო რგოლში დაუფარავად გამოჩნდება ქალის მკერდი და ნაჩვენები იქნება ის დეტალები, რომლებსაც დედა უმკლავდება შვილის გამოსაკვებად.
მოამზადა მარიამ ტაბაღუამ
Loading…