BetterFly-სა და Supergmiri.ge-ს კოლაბორაცია ბავშვების ოცნებების ასასრულებლად – შედეგად, საახალწლოდ ათობით ბავშვმა, მთელი საქართველოს მასშტაბით, საოცნებო საჩუქრები მიიღო.
Supergmiri.ge არის პლატფორმა, რომელიც რთულ სოციალურ პირობებში მყოფი ბავშვების ისტორიებსა და ფოტოებს ვებ-გვერდზე ათავსებს. აქვე, ვებ-გვერდის ვიზიტორებს შეუძლიათ, ნახონ ინფორმაცია ბავშვებისთვის სასურველი საჩუქრების შესახებ.
საკომუნიკაციო ჯგუფმა BetterFly-მ ერთგვარი მედიატორის როლი შეასრულა თავის დამკვეთ-კომპანიებსა და Supergmiri.ge-ს შორის. კომპანიამ 50 ბავშვის მონაცემი გამოითხოვა ვებ-გვერდიდან, რათა მათი სურვილები დამკვეთ-კომპანიებს აესრულებინათ.
კომპანიის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, რომლებმაც პროექტში მონაწილეობა მიიღეს, შესაძლებლობა ჰქონდათ, BetterFly-ის მიერ გადაგზავნილი QR კოდის მეშვეობით, ენახათ მათ მიერ დასაჩუქრებული ბავშვების რეაქციები.
„ძალიან მოულოდნელი და ემოციური იყო ის რაც ვნახე,“ აღნიშნავს ირინა კეიდია „ბორჯომის“ უფროსი ბრენდ მენეჯერი, რომელიც ერთ-ერთი ბავშვის სუპერგმირი გახდა.
ამასთანავე დამკვეთებმა, რომლებმაც ბავშვების სურვილები რეალობად აქციეს საჩუქრად ილუსტრაციები მიიღეს, სადაც ისინი სუპერგმირის ფორმაში არიან.
BetterFly-სა და Supergmiri.ge-ს კოლაბორაციას ბავშვების ოცნებების ასასრულებლად სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„ცდილობდნენ სოციალური ქსელის საშუალებით გაეზიარებინათ თავიანთი პოზიტიური ემოციები, ასევე მოუწოდებდნენ სხვებს, რომ სუპერგმირები გამხდარიყვნენ,“ – ამბობს მარიამ შევარდენიძე BetterFly-ის ექაუნთ მენეჯერი.
Supergmiri.ge-ის დამფუძნებლის, მარიტა გენებაშვილის თქმით, BetterFly-სთან პარტნიორობა ძალიან საინტერესო იყო, რადგან ამ პროექტით საშუალება მიეცათ, რომ 50 ბავშვისთვის ეპოვათ სუპერგმირი.
„ეს არ არის ერთჯერადი დახმარება ბავშვებისთვის, ეს არის ყოველთვიური სპონსორობა, რაც ნიშნავს რომ ამ ბავშვებს ჩვენ გვერდში უნდა დავუდგეთ მანამ, სანამ სრულწლოვნები გახდებიან,“ – აღნიშნავს მარიტა გენებაშვილი.
BetterFly მომავალშიც გეგმავს Supergmiri.ge-სთან თანამშრომლობას, ამ პროექტის ცნობადობის გაზრდის მიზნით.
ამ კატეგორიის სხვა ამბები ნახეთ ბმულზე.
Loading…