in , ,

გვიბრუნდება თუ არა „რეტრო ტექნიკა“ – თანამედროვეობის ვინტაჟური სტილი

დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალების (RAF) უფროსი ოფიცერი მარშალ რიჩი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს საავიაციო ისტორიაში, წარმოგვიდგენს მინიატურულ კომპიუტერს – შავი და მომწვანო ფერის ეკრანითა და ძალიან მცირე მეხსიერებით. ის 1997 წელს შეიქმნა და AA ტიპის ელემენტებით იტენება. ეს არის Psion 5, რომელიც მარშალ მედისონის პირად გამოცდილებას ინახავს საავიაციო ისტორიაში. 

მისი საშუალებით ოფიცერმა შეაგროვა ყველა მონაცემი, რომელსაც ჩვეულებრივ თითოეული პილოტი ინახავს ხოლმე ყოველი ფრენის შემდეგ – მაგალითად, ის ფლობს ინფორმაციას, თუ რამდენი ხანი დასჭირდა კონკრეტული ოპერაციის შესრულებას. ის ასევე ინახავს მისამართებსა და შესრულებული ფრენის ზუსტ ლოკაციებს.

მარშალ რიჩის აზრით, მისი Psion-ი ბევრად უფრო უსაფრთხო და მარტივად გამოსაყენებელია, ვიდრე თანამედროვე კომპიუტერული პროგრამები, რომლებსაც დღეს დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალები იყენებენ. 

მეორე ძველი მოწყობილობა, რომელსაც 50 წლის იუბილე 2021 წელს უსრულდება არის – Puma Helicopter-ი, ასევე წარმოგვიდგება RAF-ის სამსახურში. წლებია მას იყენებენ Nato-ს პილოტებიც. მისი პრაქტიკულობა 50 წლის შემდეგაც უცვლელია.

სილას ბრაუნის თქმით, რომელიც კომპიუტერული მეცნიერებების ხელმძღვანელია კემბრიჯის უნივერსიტეტში, Psion-ი მისთვის უფრო კომფორტულად სახმარია, რადგან მას აქვს მყარი ფიზიკური კლავიატურა. პროფესორი მას დღემდე აქტიურად იყენებს და ამბობს, რომ სენსორულ სმარტფონებს ის ურჩევნია. ბრაუნმა აღნიშნა ისიც, რომ მოწყობილობის დატენვა სხვა თანამედროვე საშუალებებისგან განსხვავებით, მხოლოდ AA ტიპის ელემენტებითაა შესაძლებელი და არ საჭიროებს დენის წყაროს.

პროფესორი Psion-ს უნივერსიტეტის კომპიუტერულ ლაბორატორიაში ინახავს, თუმცა ამბობს, რომ სტუდენტების უმრავლესობამ არ იცის ამ ვინტაჟური აპარატის უპირატესობები.

Ebay-ის განცხადებებში ვნახულობთ, რომ „რეტრო ტექნიკა“ გვიბრუნდება. ასეთი აპარატების მიმართ ინტერესი იმატებს და გაყიდვებიც იზრდება.

ალექს უარენი, „Technoutopia“-ის ავტორი, თავის წიგნში ხაზს უსვამს, რომ ძველი მოწყობილობები ნაკლებად იწვევს ტექნოლოგიებზე დამოკიდებულებას.

Zen Stone MP3 -ი 13 წლის მცირე ზომის „ფლეიერია“, რომლის ერთადერთი მისიაა მუსიკა მოგასმენინოთ. მას მოყვება მიკრო USB კაბელი, რითაც კომპიუტერს უკავშრდება თავისი მოვალეობის სრულყოფილად შესასრულებლად. ჯიბის ზომის პატარა მოწყობილობა 10-15 ალბომ სიმღერას მოგასმენინებთ.

ვინტაჟური მუსიკალური ტექნიკის ფასები eBay UK-ზე საშუალოდ £37-მდე მერყეობს. 

მოამზადა მარიამ ტაბაღუამ

წყარო: bbc.com

გაეცანით სხვა საკითხავ ამბებს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
საფრანგეთი

საფრანგეთის ტოპ 10 სასტიპენდიო პროგრამა საერთაშორისო სტუდენტებისთვის

27 თებერვალს საქართველოში „ხაჭაპურის დღე“ აღინიშნება