in ,

საქართველოში იანვარში გაცემული ხელფასები 320 მილიონი ლარით შემცირდა

ხელფასები შემცირდა

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში იანვარში გაცემული ხელფასები 320 მილიონი ლარით შემცირდა. ფინანსთა სამინისტრომ საშემოსავლო გადასახადის სახით 319 მილიონი ლარის მობილიზება მოახდინა, რაც 2020 წლის იანვართან შედარებით 64.2 მილიონი ლარით, ანუ 17%-ით ნაკლებია

რას ნიშნავს ეს?

საშემოსავლო გადასახადის შემცირება ქვეყანაში გაცემული ხელფასების ვარდნაზე მეტყველებს.

ქვეყანაში გაცემული ხელფასების მოცულობის კლება თანხვედრაშია საქსტატის შეფასებასთან, რომლის თანახმადაც, 2020 წელს ქვეყანაში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობამ 74 ათასით იკლო. ასევე, 308 ათასამდე გაიზარდა უმუშევართა რაოდენობა. მოსახლეობის 20.4% ამჟამად უმუშევარია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ანტიასაკობრივი დანამატი, რომელიც ჯანსაღი დაბერების პროცესს უზრუნველყოფს

სად აღვნიშნოთ გაზაფხულის პირველი დღეები – შეზღუდვები იხსნება