ასაკის მატება ყველა ჩვენგანისთვის გარდაუვალი მოვლენაა. მიუხედავად ამისა, ადამიანები მასთან საბრძოლველად ბევრ დროსა და თანხას ხარჯავენ.
საჭიროა, დაბერების პროცესის კარგად შესწავლა და გააზრება, რათა რაც შეიძლება უმტკივნეულო და ჯანსაღი გავხადოთ ის.
Elysium Health-ის მეცნიერების ჯგუფმა შექმნა რევოლუციური დანამატი Basis, რომელიც სპეციალურად არის შემუშავებული უჯრედების ჯანსაღი დაბერებისთვის.
Elysium Health-ს ჰყავს სამეცნიერო საკონსულტაციო საბჭო, რომელშიც ნობელის პრემიის რვა ლაურეატია. მათი ფუნქცია არის უჯრედული დაბერების უახლესი მიღწევების გამოყენება, იმ პროდუქტების შესაქმნელად, რომლებსაც ადამიანების სიცოცხლის გაუმჯობესება შეუძლიათ.
NAD+ და უჯრედების შემცირება
Elysium Basis ჯანსაღი დნმ-ისა და უჯრედული ენერგიის შესანარჩუნებლად NAD+ იყენებს.
„NAD+ ჩვენთვის ახალგაზრდობის უახლოესი წყაროა. ეს სიცოცხლის არსებობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოლეკულაა, რომლის გარეშეც 30 წამში გარდავიცვლებოდით.“
დევიდ სინკლარი, Paul F. Glenn-ის ცენტრის თანადირექტორი ჰარვარდის სამედიცინო სკოლაში
NAD+ არის კოფერმენტი, რომელსაც ყველა ცოცხალი უჯრედი შეიცავს და ის ადამიანის ორგანიზმში ორ ძირითად ფუნქციას ასრულებს, რომელთა გარეშეც სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა.
პირველ რიგში, NAD+ საკვანძო როლს ასრულებს მეტაბოლიზმში, საკვები ნივთიერებების ენერგიად გარდაქმნის პროცესში. მეორე რიგში, კი ის ფუნქციონირებს, როგორც სერტუინების (პროტეინი) დამხმარე მოლეკულა.
სერტუინები თქვენი უჯრედების აღმასრულებელი დირექტორები არიან. ისინი თქვენს დნმ-ს იცავენ და დაბერების პროცესს არეგულირებენ. თუმცა, სერტუინები მუშაობისთვის NAD+ საჭიროებენ.
მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ასაკის მატებასთან ერთად NAD+ ის ბუნებრივი დონე მცირდება, რაც უჯრედული დაბერების ძირითად მიზეზს წარმოადგენს. შესაბამისად, მათ ისიც აღმოაჩინეს, რომ მისი დონის აწევა ნიკოტინამიდის რიბოზიდის (NAD+ ის მაღალეფექტური წინამორბედი) დანამატით არის შესაძლებელი.
Basis NAD+ უჯრედული ჯანმრთელობისა და ოპტიმიზაციის ანტიასაკობრივი დანამატი
დანამატზე ჩატარებულმა კლინიკურმა ცდამ აჩვენა, რომ დანამატი Basis უსაფრთხოდ ზრდის NAD+ ის დონეს, საშუალოდ, 40%-ით. NAD+ ის მომატებული დონე უჯრედულ ენერგიას, მეტაბოლიზმსა და ჯანსაღ დნმ-ს ეხმარება. ის ასევე სერტუინების გააქტიურებასა და უჯრედების ჯანსაღ დაბერებას უწყობს ხელს. ყოველივე ეს კი, შესაძლოა, უკეთეს ძილსა და მეტ ენერგიას ნიშნავდეს.
დანამატის მიღება ნებისმიერი ასაკის მოზარდებისთვის არის შესაძლებელი. შეფუთვაში Basis-ის 60 კაფსულაა, რომელიც 30 დღეზე, დილით ორი კაფსულის მისაღებადაა გათვლილი. დანამატ-პრეპარატი ვეგეტარიანული, ვეგანური, უგლუტენოა და არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებსა თუ არომატებს.
თუკი, ამ დანამატმა დაგაინტერესათ, ის ახლავე შეგიძლიათ შეიძინოთ.
წყარო: futurism.com
Loading…