მენსტრუალური საცვლები არის მაღალტექნოლოგიური, ეკო-მეგობრული გამოგონება, რომელიც სითხეს, გამოჟონვისა და ლაქების დატოვების გარეშე, იწოვს. ამასთანავე, ეს საცვლები სიმშრალეს, კომფორტისა და უსაფრთხოების შეგრძნებას ტოვებს.
გამორჩეული უპირატესობა, რასაც მენსტრუალური საცვლები საფენებსა და ტამპონებზე ფლობენ, არის მათი კომფორტულობა და მრავალჯერადი გამოყენების შესაძლებლობა, რაც გარემოს დაბინძურებას შეამცირებს.
Image-ის სტატიის თანახმად, საფენის 90% პლასტმასისგან შედგება, ხოლო ერთი ტამპონის გახრწნა იმაზე მეტ წელს საჭიროებს, ვიდრე ქალების უმეტესობა ცოცხლობს.
როგორ მუშაობს მენსტრუალური საცვლები?
მენსტრუალური საცვლები ყველა სხვა პროდუქტისგან თავისი სიმარტივითა და ეფექტურობით გამოირჩევა. ჰიგიენური პროდუქტების დღეში რამდენჯერმე გამოცვლის მაგივრად, შეგიძლია დილით ამოიცვა მენსტრუალური საცვლები და მხოლოდ ღამით, დაწოლამდე გამოიცვალო. ის თუ რამდენ ხანს შეგიძლია ერთი საცვალი ატარო დამოკიდებული არის, მენსტრუალური საცვლის ტიპსა და, ასევე, თქვენი გამონადენის სიხშირეზე.
თუკი ერთჯერად ჰიგიენურ პროდუქტებზე უარის თქმა გადაწყვიტეთ, გირჩევთ რამდენიმე მენსტრუალურ საცვალს, რომლებიც მაღალი ხარისხის დაცვითა და კომფორტულობით უზრუნველგყოფთ, ესენია: Modibodi და Knix. (დაწვრილებით ინფორმაცია კი შეგიძლია მენსტრუალური პროდუქტების გზამკვლევში იხილოთ)
Modibodi არის საცვალი მაღალი შთანთქმადობით, 24-საათიანი დაცვით. ის ბამბუკისა და მერინოსის მატყლის ფენებისგან შედგება.
Knix კი ბამბის, პოლიესტერისა და რამდენიმე გარე ფენისგან შედგება, რომელიც თქვენს კომფორტულ დაცვას უზრუნველყოფს.
უსაფრთხოების საკითხები
2020 წელს PFA-ის (high levels of per- and polyfluoroalkyl substances) მაღალი მაჩვენებელი აღმოაჩინეს რამდენიმე მენსტრუალურ საცვალში – Thinx და Lunapads (ახლა, Aisle-ად წოდებული).
„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ნივთიერებები გამიზნულად იყო დამატებული, რათა ერთ-ერთი ფენა წყალგამძლე ყოფილიყო, ეს კი დიდი რაოდენობის PFA არის მთლიანობაში.“
გრაჰამ პისლი, ფიზიკისა და ქიმიის მკვლევარი Notre Dame-ს უნივერსიტეტში
აღსანიშნავია, რომ მენსტრუალურ პროდუქტებზე, ზოგადად, არასაკმარისი კვლევები არსებობს.
წყარო: wired.com
გაეცანით ტექნოლოგიურ სიახლეებს venue.-ზე
Loading…