in ,

რა განსხვავებაა IELTS-ისა და TOEFL-ის გამოცდებს შორის?

თუ შენი კარიერა ინგლისურენოვან ქვეყანაში გინდა გააგრძელო ან, სულაც, თავიდან დაიწყო, აუცილებლად მოგიწევს IELTS-ის ან TOEFL-ის სერტიფიკატის წარდგენა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მათგანი სტანდარტული ტესტია, რომელიც ინგლისური ენის ცოდნის დონეს განსაზღვრავს, წაკითხულის გააზრების, წერის, საუბრისა და მოსმენის უნარებით, განსხვავებულია ტესტების ფორმატი, შეფასებები და სხვა.

წარმოგიდგენთ სწორედ ამ განსხვავებების ჩამონათვალს:

ძირითადი განსხვავებები:

  • TOEFL (Test of English as a Foreign Language) – ამერიკული ენის ტესტია;
  • IELTS (International English Language Testing System) – ბრიტანული ენის ტესტია.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით ამერიკული და ევროპული უნივერსიტეტები ორივე ტესტის შედეგებს დამაკმაყოფილებლად თვლიან; თუ IELTS ტესტის სერთიფიკატს ფლობთ, ეს ამერიკული უნივერსიტეტებისთვის არანაირი ხელის შემშლელი ფაქტორი არ არის.

  • TOEFL – გამოცდა კომპიუტერთან ბარდება, ხანგრძლივობა 4 საათი;
  • IELTS – გამოცდას ფურცელზე წერთ, ხანგრძლივობა 2 საათი და 45 წუთი.

TOEFL – ის ტესტი ერთი დღის განმავლობაში ბარდება, ხოლო IELTS-ის ტესტი დაახლოებით სამი საათი გრძელდება და გასაუბრება, შესაძლოა, იმ დღესვე ან მომდევნო დღეს ჩაინიშნოს.

  • TOEFL – ის ტესტის ქულა 0-დან 120-მდე მერყეობს, საშუალო მინიმუმი – 78 ქულა;
  • IELTS – ის ტესტის ქულა 0-დან 9-მდე მერყეობს, საშუალო მინიმუმი – 6.3 ქულა.

TOEFL

სეგმენტიკითხვების რაოდენობადრო
წაკითხულის გააზრება36-5660-80 წთ
მოსმენა34-5160-90 წთ
საუბარი6 დავალება20 წთ
წერა2 დავალება50 წთ

IELTS

სეგმენტიკითხვების რაოდენობადრო
მოსმენა4030 წთ
წაკითხულის გააზრება4060 წთ
წერა2 დავალება60 წთ
საუბარი3 დავალება11-14 წთ

მოამზადა მარიამ ტაბაღუამ

გაეცანი სიახლეებს – როგორ ვისწავლო საზღვარგარეთ დაფინანსებით

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

მენსტრუალური საცვლები – კომფორტული თანამედროვე გამოგონება

იმპოსტერის სინდრომი, რომლისგან განკურნებაშიც Clubhouse-ი ეხმარება – აპლიკაციის ორი მხარე