მსოფლიო პანდემიის პირობებში, საკმაოდ რთული ზამთრის პერიოდიც გადავლახეთ. გაზაფხულის მოსვლა ბუნების თავიდან გაცოცხლებით იწყება და, აქედან გამომდინარე, ეს მუხტი ჩვენზეც დადებითად აისახება ხოლმე. გარემოს გარდაქმნა გარკვეული სახის განტვირთვაა ადამიანის ცხოვრებაში, რაც აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაში.
მიუხედავად იმისა, რომ მარტში ამინდები არ გვანებივრებს, სჯობს, თადარიგი დავიჭიროთ, მოვემზადოთ და შეზღუდვების მოხსნის შესაბამისად ვიმოქმედოთ. დაძაბულობებისა და დიდხნიანი სახლში ჩაკეტვის შემდეგ, ერთი-ორი გასეირნება სუფთა ჰაერზე და ფინჯანი ყავის დალევა არავის გვაწყენდა. სწორედ კარგი განწყობის შესაქმნელად, გთავაზობთ კაფე-რესტორნების ჩამონათვალს თბილისში, სადაც ჯერჯერობით ღია სივრცეში და უკვე 8 მარტიდან დახურულ შენობებშიც შეგეძლებათ დროის სასიამოვნოდ გატარება.
„პური გულიანი“
თუ ტერასაზე ცხელ დაბრაწულ პონჩიკებთან და ჩაისთან ერთად გსურთ ისიამოვნოთ, პური გულიანი მზად არის გაგიმასპინძლდეთ დანარჩენ უგემრიელეს პროდუქტებთან ერთად.
„ვერიკო“
კაფე ვერიკოს თბილი ტერასა 12:00-დან 19:30 საათამდე გაგიმასპინძლდებათ ყოველ დღე, შაბათ კვირის გარდა (შეზღუდვების გათვალისწინებით).
„ოტიუმი“
ოტიუმის ულამაზესი ბაღი მზად არის სტუმრების მისაღებად.
„კაფე ვერდე“
ვერდეს გარე სივრცე 15 თებერვლიდან მუშაობს და ელოდება სტუმრებს გაუმასპინძლდეს საკვებითა და თბილისის ულამაზესი ხედით.
„144 Stairs Café“
გაზაფხულის დღეების გატარებას გთავაზობთ გადახურულ, ჩაღუნღულებულ ტერასაზე ძველი თბილისის არაჩვეულებრივ ხედთან ერთად.
„Lolita“
კაფე „ლოლიტა“ ასევე 15 თებერვლიდან იღებს სტუმრებს, თავის მყუდრო თანამედროვე და ამავდროულად ვინტაჟურ ღია სივრცეში.
მოამზადა მარიამ ტაბაღუამ
Loading…