in

შფოთვა და სხვა ფსიქოლოგიური პრობლემები – თემები, რომლებსაც TikTok-ზე 23 წლის ბიჭი განიხილავს

ლონდონელი ინფლუენსერი მაქს სელვუდი არის ერთ-ერთი პირველი, რომელმაც TikTok-ის პლატფორმა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე სასაუბროდ გამოიყენა. 23 წლის სელვუდმა, რომელსაც შფოთვის, დეპრესიისა და ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის დიაგნოზი აქვს, ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბარი სამი წლის წინ Instagram-ზე დაიწყო, კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ კი TikTok-ზე ვიდეობის ჩაწერა განაგრძო.

TikTok-ის ახალგზარდა მომხმარებლებს მინდა დავანახო, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ხმამაღლა საუბარი ნორმალურია, ასევე ნორმალურია საუბარი საკუთარ განცდებსა და ემოციებზე.

განაცხადა სელვუდმა, ის ასევე ამბობს, რომ ამ ვიდეობით სხვებთან ერთად საკუთარ თავსაც ეხმარება.

სოციალური მედიის გარშემო ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბარი ძალიან აქტუალური გახდა. ათწლეულების განმავლობაში საზოგადოებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების გარშემო არაერთი სტიგმა გავრცელდა, რაც ამ თემაზე ხმამაღლა საუბარს ხელს უშლიდა.

Gen Z-იმ მოახერხა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე თავისუფლად საუბარი, TikTok-მა კი შექმნა სივრცე, სადაც ასეთი პრობლემების მქონე ადამიანები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ და მხარდაჭერას უცხადებენ.

TikTok-ზე დარეგისტრირებული ფსიქოლოგები ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებს რჩევებს აძლევენ და საზოგადოებას ცნობიერების ამაღლებაში ეხმარებიან.  

მოამზადა მარიამ ტაბაღუამ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
ბექა ქვარცხავას სხვა გზა არ არის

ბექა ქვარცხავა – „სხვა გზა არ არის“

იტალიური კოსმეტიკის ბრენდი KIKO MILANO მალე საქართველოში იქნება