CNN-მა საკმაოდ საინტერესო კვლევა შემოგვთავაზა, რომელიც მსოფლიო კულტურათა შორის 20 საუკეთესო წვნიან კერძს ასახელებს. ერთ-ერთი მათგანია სწორედ ქართული ტრადიციული კერძი – ხარჩო. სტატიაში აღნიშნულია, რომ წვნიანები მსოფლიოს უძველესი და უნივერსალური გადმონაშთია, რომელიც სხვადასხვა საკვები პროდუქტებით მზადდებოდა – ბამბუკის ხეებიდან დაწყებული კაკაოს თესლით დამთავრებული.
CNN-ის კომენტარს ხარჩოს შესახებ უცვლელად გთავაზობთ:
„მჟავე ქლიავის სოუსი, რომელსაც ტყემალი ეწოდება, ამ ტრადიციულ წვნიანს, განსხვავებულ და გემრიელ არომატს სძენს. ის საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და საყვარელი კერძია.
იგი მზადდება მოუმწიფებელი ქლიავით, რომლის სიმჟავე აბალანსებს ცხიმიანი ძროხის და დაფქვილი ნიგვზის გემოებს. თუმცა, განსაკუთრებულ არომატს მას სანელებლების ნარევი ანიჭებს – ხმელი სუნელი, ქინძი, ქონდარი, ცერეცო, შავი პილპილი, ყვითელი ყვავილი და სხვა.“
მოამზადა მარიამ ტაბაღუამ
Loading…