Amazon-მა სავაჭრო აპლიკაციის ლოგო მალევე შეცვალა მას შემდეგ, რაც ადამიანებმა ის ადოლფ ჰიტლერს მიამსგავსეს.
კომპანიის განახლებული ლოგოს დიზაინი იანვარში გამოჩნდა. Amazon-ის „ღიმილის“ ცნობილ ლოგოს თავზე მიმაგრებულმა ჯაგრისის მსგავმა ლურჯმა ლენტმა, ნაცისტი დიქტატორის ულვაშის ასოციაცია გააჩინა.
მომხმარებელთა გამოხმაურების საპასუხოდ, კომპანიამ დიზაინი შეცვალა და ის დაკეცილ ლურჯ ლენტად აქცია.
„ჩვენ ახალი სიმბოლო შევიმუშავეთ, რათა მოლოდინი, მღელვარება და სიხარული გავაღვივოთ.“
Amazon-ის განცხადებიდან
წყარო: bbc.com
Loading…