in , ,

Google პერსონალიზებული რეკლამის გაყიდვას შეწყვეტს

ოთხშაბათს კომპანია Google -მა განაცხადა, რომ იმ რეკლამების გაყიდვას შეწყვეტს, რომლებსაც ადამიანების ინდივიდუალური ბრაუზერის ისტორიის მონიტორინგის შედეგად იპოვებენ.

ამ შესაძლო გადაწყვეტილებას სერიოზული ზეგავლენა ექნება ციფრულ სარეკლამო ინდუსტრიაზე.

გასულ წელს კომპანიამ თქვა, რომ ეტაპობრივად გააუქმებს ე.წ Cookies, რომლის მეშვეობითაც რეკლამის განმთავსებლებს საშუალება ეძლევათ ინდივიდუალური ბრაუზერის ისტორია აკონტროლონ.

კომპანიის თქმით, მას შემდეგ, რაც Cookies გაქრება Google -ის ბრაუზერიდან, ის უარს იტყვის თვალყურის დევნის ალტერნატიული ტექნოლოგიების გამოყენებაზე.

„ადამიანები არ უნდა დათანხმდნენ, მათზე თვალყურის დევნას იმისთვის, რომ შესაფერისი რეკლამირების უპირატესობები მიიღონ.“

დევიდ ტემკინი, Google-ის პროდუქტის მენეჯერი

დაანონსებულ ცვლილებას აქვს შეზღუდვები. ის არ შეეხება „პირველი მხარის“ მონაცემებს, რომელთაც კომპანია მომხმარებლებისგან პირდაპირი წესით აგროვებს. აქ ერთიანდებიან პროდუქტები: Gmail, YouTube და Chrome.

ცვლილება შეეხება მხოლოდ ვებ-გვერდებს და არა მობილურ ტელეფონებს.

წყარო: cnet.com

შეიტყვეთ საინტერესო ამბები ჩვენგან

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Amazon-ი, ჰიტლერთან მსგავსების გამო, ძველ ლოგოს ცვლის

SpaceX Starship-ის მესამე „საპატიო“ მცდელობა