in ,

საქართველომ $18.4 მილიონად მეორეული ტანსაცმელი იყიდა

2020 წელს საქართველოში მეორეული საქონლის იმპორტი, რომელშიც ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვა ნაწარმი იგულისხმება, 2019 წელთან შედარებით 20.8%-ით შემცირდა და ქვეყანაში შემოტანილი 6 988.32 ტონა საქონლის ღირებულებამ 18.4 მლნ დოლარი შეადგინა. (2019 წელი – 23.3 მლნ დოლარი, 7 794.84 ტონა).

როგორც საქსტატის ოფიციალური მონაცემებით ვიგებთ, ყველაზე დიდი რაოდენობით მეორეული ტანსაცმელი და სხვა საქონელი 2019 და 2020 წლებში მეზობელი თურქეთიდან იმპორტირდა, მიზეზი საქონლის ღირებულებიც სიმცირეა – სხვა ქვეყნებთან შედარებით.

წარმოგიდგენთ მეორეული ტანსაცმლის იმპორტიორი ქვეყნების ათეულს:

1. თურქეთი – 5.2 მლნ დოლარი, 2 321.42 ტონა; კლება – 18.8%;
2. აშშ – 2.8 მლნ დოლარი, 315,46 ტონა; ზრდა – 25%;
3. გერმანია – 1.8 მლნ დოლარი, 517.10 ტონა; კლება – 55%;
4. ბელგია – 1.8 მლნ დოლარი, 877.78 ტონა; კლება – 14.3%;
5. გაერთიანებული სამეფო – 1.4 მლნ დოლარი, 613.99 ტონა; კლება – 26.4%;
6. არაბთა გაერთიანებული საეიროები – 1.0 მლნ დოლარი, 459.51 ტონა; კლება – 23.1%;
7. ესპანეთი – 737.6 ათასი დოლარი, 154.31 ტონა; ზრდა – 21.5%;
8. ნიდერლანდები – 450.3 ათასი დოლარი, 163.3 ტონა; კლება – 11.9%;
9. პოლონეთი – 433.0 ათასი დოლარი, 168.2 ტონა; ზრდა – 41.2%;
10. იტალია – 398.3 ათასი დოლარი, 162.3 ტონა; კლება – 34.3%.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

კასპიის ზღვა საუკუნის ბოლოს 9 მეტრით დაიწევს – ეკოციდი გარდაუვალია

როგორ გახდე ინფლუენსერი

7 მარტივი ნაბიჯი სოციალური მედიის ინფლუენსერობამდე