პრინსტონის პლაზმის ფიზიკის ლაბორატორიისა და აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტის მკვლევარი და ფიზიკოსი ჰონგ ცინი კომპიუტერული ალგორითმის შემქმნელია, რომლითაც, შესაძლოა, დაამტკიცოს, რომ რეალობა არ არსებობს და ჩვენ სიმულაციაში ვცხოვრობთ.
გარდა პლანეტების მონაცემების დასწავლისა, ცინი ცდილობს, ალგორითმს ასწავლოს ნაწილაკებისა და პლაზმის ქცევის პროგნოზირება მოწყობილობებში, რომლებიც მზისა და ვარსკვლავების თერმობირთვული ენერგიის მისაღებადაა შექმნილი.
ჰონგ ცინისთვის კვლევის შთაგონების წყაროს ნიკ ბოსტორმის გამოქვეყნებული მოხსენება წარმოადგენდა, რომელიც შვედმა ფილოსოფოსმა 2003 წელს გამოაქვეყნა. ის ამტკიცებდა, რომ სამყარო, შესაძლოა, სიმულაცია იყოს. ცინს სწამს, რომ თავისი ალგორითმით მიაღწია ამ თეორიის პრაქტიკულ ნიმუშს.
ბუნებრივია, კონკრეტული მონაცემებით მომუშავე ალგორითმის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ თავად შეგვიძლია რეალობის სიმულირება. მკვლევრისა და გამომგონებლის აზრით, მრავალი წელია ამ ყველაფრის სისრულეში მოსაყვანად.
კონკრეტული მონაცემების შესწავლის შემდეგ, დისკრეტული ველის თეორია (მენქანიკური დასწავლის მეთოდი, რომელსაც ალგორითმი იყენებს) ბუნების ალგორითმი გახდება, სამომავლოდ კი მისი საშუალებით კომპიუტერები შეძლებენ მომავლისა და კონკრეტული მოვლენების პროგნოზირებას.
ჰონგ ცინი
ზემოაღნიშნული თეორია რადიკალურად ეწინააღმდეგება ფიზიკის სწავლების ყველაზ პოპულარულ მეთოდს, რომელიც კოსმოსურ დროს უწყვეტად ითვალისწინებს. ეს მიდგომა ითვალისწინებს ისააკ ნიუტონის მოსაზრებას, სწორედ მან გამოიგონა უწყვეტი კოსმოსური დროის აღწერის სამი მიდგომა, მათ შორის ნიუტონის მოძრაობის კანონი ან ნიუტონის მიზიდულობის კანონი.
თუ სამყარო მართლაც დისკრეტული ველის თეორიის შესაბამისად მუშაობს, მაშინ ჩვენი რეალობა „მატრიცის“ მსგავსად უნდა გამოიყურებოდეს, რომელიც პიქსელებისა და მონაცემთა წერტილებისგან შედგება.
წყარო: bigthink.com
Loading…