Razer-ის ახალ ჭკვიან სათვალეს Anzu ჰქვია, რომელმაც Bose-ს, Amazon-ისა და სხვა კომპანიების კვალდაკვალ, სათვალის კორპუსში აუდიო დინამიკები მოათავსა.
ჭკვიანი სათვალის ღირებულება 200 დოლარია. მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ორივე: მრგვალი და მართკუთხა ფორმის სათვალეები, დიდსა და პატარა ზომებში.
საცალო პაკეტში მოცემული იქნება ლინზების ორი ნაკრები: ჩვეულებრივი – გამჭვირვალე ლინზები, ლურჯი შუქისგან 35%-იანი დაცვით და 99%-იანი მზისგან დამცავი ლინზები.
Razer-ის სათვალეები Anzu უკვე ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე
წყარო: theverge.com
Loading…