in , ,

მელანთევზებმა ადამიანებზე ჩასატარებელი “ზეფირის ტესტი” წარმატებით გაიარეს

სტენფორდის „ზეფირის ტესტი“, რომელიც ბავშვებს 15 წუთით ერთი ზეფირის ჭამისგან თავის შეკავების სანაცვლოდ ჯილდოდ ორს სთავაზობს, მელანთევზზე ჩაატარეს.

ეს ტესტი 1972 წელს ავსტრალიაში დაბადებულმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა უოლტერ მიშელმა შეიმუშავა.

მელანთევზებზე ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მათ მნიშვნელოვანი დეტალების გაგება და ცვალებადი გარემოებების შესაბამისად, თავიანთი სტრატეგიის შეცვლა შეუძლიათ.

მკვლევრებმა თევზებს კონკრეტული გამჭვირვალე ყუთებზე არსებული სიმბოლოების, სხვადასხვა სახის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირება ასწავლეს.

ერთი სიმბოლო ნიშნავდა, რომ თევზს ყუთში შესვლა და იქ, ჭამა შეეძლო, მეორე კი ნიშნავდა, რომ ყუთის გაღებამდე იქნებოდა შეყოვნება, ხოლო მესამე აღნიშნავდა, რომ ის საერთოდ ვერ გაიღებოდა.

რვა თევზიდან მხოლოდ ორმა ვერ შეძლო სიმბოლოების ათვისება, დანარჩენმა ექვსმა კი საკმაოდ სწრაფად აუღო დავალებას ალღო.

ამის შემდეგ დაიწყო საკუთრივ ტესტირების პროცესი, რომელმაც აჩვენა, რომ მელანთევზები, დაახლოებით, 50 წამიდან 130 წამამდე იცდიდნენ უკეთესი გამასპინძლებისთვის.

წყარო: bigthink.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

ხილისა და ბოსტნეულის რეგულარული მიღება ადამიანის სიკვდილიანობის რისკებს ამცირებს – კვლევის შედეგები

ოპტიკური ილუზია თუ მფრინავი გემი – ამბები კორნიშის სანაპიროდან