in , ,

ვიდეომარკეტინგის 14 საუკეთესო საშუალება, რომელიც ბრენდის პოპულარიზაციაში დაგეხმარებათ

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ვიდეო სოციალურ მედიაში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს. ის სოციალური მედიის არსებითი ნაწილია.

ვიდეომარკეტინგიც სოციალური სტრატეგიის ერთ-ერთ უმთავრეს და ეფექტურ ელემენტად იქცა.

მთავარი კითხვაა: იყენებ კი ვიდეო მარკეტინგის საშუალებების ყველა უპირატესობას, რაც ხელმისაწვდომია?

სწორედ, ამ სტატიის მეშვეობით გაიგებთ ვიდეომარკეტინგის 14 საუკეთესო საშუალების შესახებ.

Promo

Promo სარეკლამო მარკეტინგული ვიდეოების გაკეთებაში დაგეხმარებათ. ეს პლატფორმა პირდაპირ მუშაობს Facebook-ზე, Instagram-სა და YouTube-ზე.

ეს ონლაინ ვიდეოპლატფორმა უამრავ საბაზისო ფუნქციას ასრულებს უფასოდ.

Promo-ს პრემიუმ გეგმის ფასი 39 დოლარიდან იწყება.

FilmoraGO

ეს არის ვრცელი ვიდეოს სამონტაჟო ხელსაწყო, რომელიც მომხმარებელს თავისუფლებით უზრუნველყოფს.

Filmora-ს გამოყენება შეგიძლიათ ვიდეოს სინათლის დარეგულირების მიზნით, ასევე მისი აჩქარებისთვის, ფერების ეფექტებისა და სხვა მრავალი ფუნქციით.

ამ პროგრამას ბევრი უფასო ფუნქცია აქვს. FilmoraGo-ს გამოყენება შეგიძლიათ Windows-ზე, Mac-ზე, Android-სა და iOS-ზე.

Movavi

Movavi არის ვიდეო სამონტაჟო აპლიკაცია სმარტფონებისთვის. ის ადაპტირებულია როგორც iOS-ზე, ისე – Android-ზე.

აპლიკაციის უფასო ვერსიის გამოყენებისას ვიდეოები Movavi-ს ლოგოთი დამახსოვრდება. მისი პრემიუმვერსია კი თვეში 1.99 დოლარიდან იწყება.

VidIQ

ეს არის სასურველი ვიდეოხელსაწყო მარკეტერებისთვის, რომლებსაც სოციალური მედიიდან მაქსიმალურის მიღება სურთ. ბევრი YouTube მარკეტერი VidIQ-ს იყენებს საკუთარი ვიდეოს ეფექტურობის მაქსიმალურად გასაზრდელად.

ამ პლატფორმის მეშვეობით, შეგიძლიათ, მოცემულ დროში შეამოწმოთ თქვენი სტატისტიკა, პოპულარული და შესაბამისი საკვანძო სიტყვების იდენტიფიცირება მოახდინოთ და სხვ.

VidIQს ძირითადი გეგმა უფასოა, ხოლო ფასიანი თვეში 7.50 დოლარიდან იწყება.

Shakr

Shakr თქვენი ბრენდის ვიდეოს შექმნის პროცესის გასამარტივებლად არის გათვლილი. მას 1000-ზე მეტი ვიდეოდიზაინი და უამრავი ფუნქცია აქვს.

VidYard

VidYard ასევე ერთ-ერთი მარკეტინგული ვიდეოხელსაწყოა, რომელიც ისეთი ვიდეოს შექმნაში დაგეხმარებათ, რომელიც მომხმარებლებს მიიზიდავს.

ამ აპლიკაციას იყენებდნენ ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა Lenovo და Citibank-ი.

CommonCraft

CommonCraft-ი არის სამონტაჟო ხელსაწყო, რომელიც ფოტოებისა და ვიდეოების გამოყენებით, ვიდეოებისა და ანიმაციების შექმნაში გეხმარებათ.

თქვენ ანიმაციებისა და მოკლე აუდიოკლიპების დამატებაც შეგიძლიათ თქვენი ვიდეოსთვის.

Magisto

ეს არის ხელსაწყო, რომელიც ისეთი ვიდეოს შექმნაში დაგეხმარებათ, რომელიც აუდიტორიის ყურადღებას მიიზიდავს. Magisto იდეალურია სოციალური მედიისთვის გათვლილი სწრაფი, მარტივი ვიდეოებისთვის.

ეს პლატფორმა მარტივი სარეკლამო ვიდეოებს შეგიქმნით, რომელიც აუდიტორიის ჩართულობას გააუმჯობესებს.

თუმცა, Magisto შესაძლოა, საკმაოდ ძვირი პლატფორმა იყოს ბევრი ბიზნესისთვის. მისი უფასო ვერსია კი საკმაოდ შეზღუდულია შესაძლებლობებში.

Adobe Spark

Adobe Spark არის Adobe-ს პროდუქტი, რომელიც სოციალური მედიისთვის ვიდეოს შექმნაში გეხმარებათ. ეს არის საკმაოდ დეტალური ხელსაწყო.

მისი დახმარებით, თქვენ შეგიძლიათ, შექმნათ ვიდეოები, როგორც სოციალური მედიის პირადი გვერდისთვის, ისე – სარეკლამოდ.

iMovie

ეს აპლიკაცია კი ხელმისაწვდომია Mac-ის მომხმარებლებისთვის. ეს არის მარტივად გამოსაყენებელი ვიდეოს სამონტაჟო ხელსაწყო როგორც დამწყებებისთვის, ისე უკვე კარგად გაწაფულთათვის.

Headliner

Headliner-ი შესაძლოა, მარკეტინგული ვიდეოს შესაქმნელი ყველაზე მარტივი ხელსაწყოც კი იყოს.

ეს პლატფორმა ასევე ძალიან კარგია მათთვის, ვინც პოდკასტს ქმნის, რადგან პროგრამა ხმას ვიდეოში ტექსტად გარდაქმნის.

Agorapulse

Agorapulse ცნობილი არის, როგორც სოციალური მედიის განრიგის პლატფორმა. თუმცა მას ასევე ბევრი საინტერესო ფუნქცია აქვს ვიდეოკონტენტისთვის.

ამ პროგრამის გამოყენება შეგიძლიათ მეტი აუდიტორიის ჩართვისთვის, გამომწერების მომატებისა და კონტენტის დაგეგმვისთვის.

პლატფორმას აქვს უფასო ვერსია, ხოლო პრემიუმის ფასი 99 დოლარიდან იწყება.

Clipchamp Create

ეს სამონტაჟო პლატფორმა არის ერთ-ერთი ყველაზე უხვი უფასო ფუნქციების თვალსაზრისით.

უფასო ვერსიაზე თქვენი ვიდეოების დამახსოვრება 480p რეზოლუციითა და პროგრამის ლოგოთი შეგიძლიათ.

Clipchamp Create-ის პრემიუმ ვერსია თვეში 9 დოლარიდან იწყება.

Biteable

Biteable ონლაინ ვიდეო სამონტაჟო პლატფორმაა სოციალური მედიის რეკლამების, სლაიდშოუებისა და ვიდეოებისთვის.

მას აქვს უფასო, ძირითადი გეგმა, რომლითაც თქვენი ვიდეოების ატვირთვა პლატფორმაზე არ შეგიძლიათ.  

პრემიუმ გეგმა კი თვეში 29 დოლარიდან იწყება და გაცილებით მეტ ფუნქციას აერთიანებს.

წყარო: influencermarketinghub.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

11 TikTok ტრენდი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს

#ქვიზი – გამოიცანი ქართული ფილმი ერთი კადრით