in ,

ჰერეთის სოფელ ფალდარლოში, შესაძლოა, თამარ მეფის საგანძური აღმოაჩინეს – უახლესი ცნობები

სოციალურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამდენიმე დღის წინ ზაქათალის რაიონის სოფელ ფალდარლოში გლეხმა მიწის ხვნისას, შემთხვევით, შესაძლოა, თამარ მეფის დროინდელი საგანძური აღმოაჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ ვასილ პაპიაშვილი ავრცელებს.

პაპიაშვილის განცხადების თანახმად, ვარაუდობენ, რომ აღმოჩენილი არის თამარ მეფის საგანძური, კონკრეტულად კი ფაეტონი, დაახლოებით, 12 ტონა ოქრო, სამკაულები და მიცვალებულთა გვამები.

სოციალურ მედიაში გავრცელებულ პოსტში ასევე ვკითხულობთ, რომ ამჟამად აზერბაიჯანელი არქეოლოგები მუშაობენ ადგილზე. ტერიტორიას კი სამხარეო ნაწილი იცავს და პერიმეტრზე შესვლა აკრძალულია.

ინფორმაცია ჰერეთში აღმოჩენილი შესაძლო საგანძურის შესახებ თავდაპირველად სწორედ აზერბაიჯანულ ენაზე გავრცელდა.

ვასილ პაპიაშვილი დამატებით განმარტავს, რომ აღმოჩენის თამარ მეფესთან დაკავშირება ზაქათალის Facebook ჯგუფში გავრცელებული ვერსიაა, რომელიც ჯერ არ არის მეცნიერულად არც დადასტურებული და არც უარყოფილი.

“საქმე გვაქვს უზარმაზარ აღმოჩენასთან – აღმოჩენა რომ უზარმაზარია, ამაზე მეტყველებს ეს ფაქტი: ტერიტორიას სამხარეო ნაწილი იცავს და არავის უშვებს პერიმეტრზე”

ვასილ პაპიაშვილის კომენტარი სოციალურ ქსელში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რატომ აჩენს კანზე წყლულებს Covid-19? – რა უნდა ვიცოდეთ

„ქალის ადგილი სამზარეულოშია“ – Burger King-მა „ტვიტერზე“ დაწერილი პოსტის გამო, ბოდიში მოიხადა