in

როგორ გავზარდოთ TikTok –ის მიმდევართა რაოდენობა – პრაქტიკული რჩევები

TikTok-ი მიმდევრების რაოდენობის გასაზრდელად რამდენიმე მარტივი წესი არსებობს. 

TikTok-ი ერთ-ერთი უახლესი სოციალური მედიის პლატფორმაა და მიუხედავად იმისა, რომ ფუნქციონირება ოთხი წლის წინ დაიწყო, 2020 წლის პანდემიის პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა. შესანიშნავი პლატფორმა აღმოჩნდა არა მხოლოდ გართობის კუთხით, არამედ მარკეტინგისთვისაც – განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენი სამიზნე აუდიტორია Gen Z და Millennial-ია. სინამდვილეში, პლატფორმის ზრდასთან ერთად, მომხმარებელთა ბაზა Gen Z დემოგრაფიულიდან, ჯერ გაფართოვდა Millennials-ზე და შემდეგ სულ უფრო პოპულარული გახდა Gen X და Boomers-ში.

თუ TikTok-ზე წარმატების მიღწევა გსურთ, საჭიროა იმ აუდიტორიის მოზიდვა, რომლებიც თქვენს ბრენდს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ. ამ გზით ბრენდის ცნობადობასა და გაყიდვების რიცხვს საგრძნობლად გაზრდით. აუცილებელია სამიზნე აუდიტორიასთან ხანგრძლივი ურთიერთობების შექმნა. პლატფორმის მაქსიმალურად გამოყენებისათვის TikTok-ის ნამდვილი მიმდევრები გჭირდებათ, რომლებიც სინამდვილეში თქვენს ბრენდზე ზრუნავენ.

წესები მარტივია:

  • სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა

ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე სამიზნე აუდიტორიის იდენტიფიცირებაა. სხვა სოციალური მედია პლატფორმების მსგავსად, TikTok-ის მომხმარებლები მრავალრიცხოვან დემოგრაფიას, მდებარეობასა და ნიშებს ფარავენ. შინაარსის ტიპი, რომელიც კარგად მუშაობს ერთი ჯგუფისთვის, შეიძლება არ ეხმიანებოდეს სხვა ჯგუფს. ასე რომ, აუცილებელია, გაარკვიოთ, რას აკეთებს თქვენი სამიზნე აუდიტორია პლატფორმაზე. ამის შემდეგ, სპეციალურად ამ აუდიტორიისთვის უნდა შექმნათ შინაარსი. საჭიროა სწორი მიმდევრები გყავდეთ, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან თქვენი ბრენდით, პროდუქტებითა და მომსახურებით.

  • ტენდენციები

მკვეთრად შეგიძლიათ TikTok– ის მიმდევრების რიცხვი ტენდენციებზე გადასვლისთანავე გაზარდოთ. თუმცა რაღაც რომ ტენდენციურია, არ ნიშნავს, მონაწილეობა აუცილებლად მიიღოთ. გაითვალისწინეთ ტენდენციებში, რომლებსაც შეუერთდებით, თქვენი სამიზნე აუდიტორიაც უნდა მონაწილეობდეს. 

  • მიმდევრების ცნობიერების გაზრდა

TikTok-ი საინტერესო და საგანმანათლებლო შინაარსის შესაქმნელად გამოიყენეთ. შეგიძლიათ ისეთი ინფორმაცია გააზიაროთ თქვენი პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რომელიც გამომწერებს ცხოვრებას გაუადვილებს.

  • ჰეშთეგების გამოყენება 

ჰეშთეგები სოციალურ მედიის პლატფორმების უმეტესობაში პოპულარულობით სარგებლობს, რადგან საინტერესო შინაარსის კოლექციების პოვნა მარტივია. TikTok-ზე ჰეშთეგების გამოყენება აუდიტორიის გაზრდაში დაგეხმარებათ – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბრენდირებული ჰეშთეგების კომბინაციას და ბიზნესის სპეციფიკურ ჰეშთეგებს იყენებთ.

  • ჯვარედინი ხელშეწყობა

უნდა გაითვალისწინოთ, რომ მარკეტინგს მხოლოდ TikTok-ი ვერ გადაარჩენს. ციფრული მარკეტინგის ძლიერი სტრატეგია სხვა სოციალური მედიის პლატფორმებსაც უნდა მოიცავდეს, როგორიცაა: YouTube, Instagram, Facebook და Pinterest ან Reddit. სადაც თქვენი სამიზნე აუდიტორია დიდ დროს ატარებს, თქვენი ვიდეოებიც უნდა იყოს. თუ გადახედავთ Instagram Reels- ს, შეამჩნევთ, რომ Reels-ის მრავალი მომხმარებელი პლატფორმაზე TikTok- ის შინაარსს აზიარებს.

  • საჭირო დროს გამოქვეყნება

TikTok-ის მეტი მიმდევრის მოსაპოვებლად ერთ-ერთი საუკეთესო გზა შინაარსის საჭირო დროს გამოქვეყნებაა. საუკეთესო დრო კი მაშინ არის, როდესაც თქვენი აუდიტორია ონლაინ რეჟიმში იქნება.

  • გამოწვევების შექმნა და მონაწილეობა

TikTok-ზე გამოწვევები ბევრია. ჩვენ გირჩევთ, იმავე TikTok გამოწვევებში ჩაერთოთ, რომელშიც თქვენი სამიზნე აუდიტორია მონაწილეობს. ყველაზე პოპულარული ცეკვის გამოწვევებია, ასე რომ მზად იყავით საუკეთესო მოძრაობების ჩვენებისათვის. არსებულ გამოწვევებში მონაწილეობის გარდა, საკუთარი გამოწვევების შექმნაც შეგიძლიათ.

  • TikTok- ის სხვა შემქმნელებთან ურთიერთობა

გახსოვდეთ, რომ TikTok- ის სხვა შემქმნელებთან პლატფორმაზე ურთიერთობა მნიშვნელოვანია, დუეტისა და სტიჩის მახასიათებლების გამოყენებით, ჩართულობის გასაზრდელად. არ  მოერიდოთ სხვა შემქმნელებთან ურთიერთობას და მათი შინაარსით სარგებლობას.

  • მომხმარებლის მიერ გენერირებული შინაარსის გამოყენება

TikTok-ზე მეტი გამოწვევის შექმნისას, მომხმარებლის შინაარსის ღირსეული კოლექციის შეგროვებას დაიწყებთ. ეს დაგეხმარებათ თქვენი ბრენდის მიმართ ნდობის გასაზრდელად, ასევე ჩართულობისა და TikTok მიმდევრების მისაღებად.

  • TikTok ზრდის ინსტრუმენტი

როდესაც ახალ საქმეს იწყებთ, შესაძლოა მიმდევართა დიდი გაძლიერებითა და TikTok ალგორითმით ისარგებლოთ. შეგიძლიათ მიუთითოთ პოტენციური მიმდევრები ინდუსტრიის ან ნიშის საფუძველზე, შესაბამისი ჰეშთეგი, დამატებითი ანგარიშები და კონკურენტები, რათა მიმდევრები იპოვოთ, რომლებიც თქვენს სამიზნე აუდიტორიას შეესაბამება. Social Buddy ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ TikTok ანგარიში ნამდვილი მომხმარებლების, და არა ბოტების ან ყალბი ანგარიშების მიერ შეინიშნოს. Social-Viral TikTok-ის შემქმნელებს მიმდევრების დაბალი ტემპით შეძენის საშუალებას აძლევს. ასევე ნახვებისა და მოწონებების ყიდვაც შესაძლებელია, რათა შინაარსი გაზარდოთ და ვირუსული გახდომის შანსი მიეცეს.

რაც მთავარია, სამიზნე აუდიტორიასთან ურთიერთობის არ შეგეშინდეთ და TikTok- ის შინაარსზე ყურადღების მისაქცევად შემოქმედებითი გზებს მიმართეთ. დროთა განმავლობაში, TikTok-ზე მძლავრ მიმდევრებს მოიზიდავთ, რაც მარკეტინგული მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ.

მოამზადა მარიამ ირემაძემ

ამავე თემაზე: 11 TikTok ტრენდი, რომელიც არ უნდა გამოგრჩეს

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

შეუძლია თუ არა ანტიდეპრესანტ ფლუვოქსამინს მწვავე COVID-19-სგან განკურნება

Starlink-ი ინტერნეტს სატვირთო მანქანებში, გემებსა და თვითმფრინავებში გაავრცელებს