ალბატროსი „სიბრძნე“ მსოფლიოში ყველაზე უხუცესი გარეული ფრინველია, რომელმაც ნაშიერი 70 წლის ასაკში გამოჩეკა.
ლაისანურმა ალბატროსმა ნაშიერი 1-ელ თებერვალს წყნარი ოკეანის ჩრდილოეთით გამოჩეკა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის თევზისა და ველური ბუნების დაცვის სამსახური (USFWS) ავრცელებს.
ლაისანური ალბატროსი, ჩვეულებრივ, 12-დან 40-წლამდე ცოცხლობს. „სიბრძნე“ კი პირველად მკვლევრებმა 1956 წელს აღმოაჩინეს.
ახლად დაბადებული ნაშიერის მამა „სიბრძნის“ პარტნიორი „აკეაკამაია“. ისინი 2012 წლიდან არიან ერთად.
ალბატროსები, როგორც წესი, ცხოვრებაში ერთხელ წყვილდებიან, თუმცა „სიბრძნეს“ სხვა პარტნიორებიც ჰყოლია, რომლებიც ცოცხლები აღარ არიან.
USFWS-ის სჯერა, რომ „სიბრძნეს“ მთელი ცხოვრების განმავლობაში 30-დან 36-მდე ნაშიერი ჰყავს გამოჩეკილი. საგულისხმოა, რომ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ალბატროსები მხოლოდ ერთ კვერცხს დებენ.
წყარო: bbc.com
ამ კატეგორიის სხვა ამბები შეგიძლიათ, წაიკითხოთ აქ.
Loading…