საქართველოს ეროვნული ლატარიის კომპანია lotto.ge-მ მორიგი მილიონი გაათამაშა!
თბილისელმა 55 წლის პედაგოგმა – მარინა კობახიძემ ლოტო 6/42-ში 1 015 291 ლარის ოდენობის ჯეკპოტი მოიგო.
მოთამაშემ ლოტოს ბილეთი თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 2 ლარად შეიძინა და შემდეგი კომბინაცია შეავსო: 2, 14, 17, 20, 34, 38;
როგორც გახდა ცნობილი, ქალბატონი მარინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლის და ხშირად მონაწილეობს ლოტოს გათამაშებებში.
საქართველოს ლატარიის კომპანია მოგებულ თანხას გამარჯვებულს უახლოეს მომავალში საზეიმო ვითარებაში გადასცემს.
დღემდე “ლოტო 6/42”-ში ოთხი ჯეკპოტი გათამაშდა და აქედან უკვე მეორედ, მოგებულმა თანხამ მილიონ ლარს გადააჭარბა.
“ლოტო 6/42”-ის ახალი ჯეკპოტი კი უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია, და ის ყოველი გათამაშების წინ იზრდება, გათამაშება კი ტარდება სამშაბათსა და პარასკევს, TV ,,იმედის’’ პირდაპირ ეთერში, 20:55 საათზე.
Loading…