წარმოგიდგენთ WhatsApp-ის განახლებულ ფუნქციებს, რომლებიც აპლიკაციის გამოყენებას ბევრად გაგიმარტივებთ:
- ტექსტის ფორმატის ცვლილება – თქვენ შეგიძლიათ ტექსტს მიანიჭოთ „bold“ ან „italicize“ ფუნქციები.
- საუბრის წაშლა – 7 დღის შემდეგ, თქვენი „ჩატი“ ავტომატურად წაიშლება, თუ ამ ფუნქციას გაააქტიურებთ, როგორც ეს Snapchat-შია.
- შეტყობინებების მონიშვნა – „ვარსკვლავზე“ ხელის დაჭერით თქვენ განსაკუთრებულად მნიშვნელოვან ჩატებს, ნომრებსა და მისამართებს მოინიშნავთ.
- გამორჩეული შეტყობინებები – Manage Storage-ის საშუალებით თქვენ დაინახავთ ჩატის ე.წ. საუკეთესო მეგობარს, ადამიანს ვისთანაც ყველაზე დიდხანს საუბრობთ.
- „მესიჯების“ დეტალები – ამ ფუნქციის გააქტიურებით თქვენ შეძლებთ აკონტროლოთ გზავნილის გაგზავნისა და ნახვის დროები.
- „Mute“-ის გააქტიურება – ჩატის ან ჯგუფის შეტყობინებების ნახვა თუ არ გინდათ, შეგიძლიათ, 8 საათით, 1 კვირით ან 1 თვით ჩართოთ Mute-ფუნქცია.
- „Online“ სტატუსის გაქრობა – თუ თქვენ არ გსურთ, გამოჩნდეთ ხართ თუ არა აქტიური, შეგიძლიათ პარამეტრებიდან გამორთოთ ფუნქცია.
- „Read“-ის გაუჩინარება – თუ არ გსურთ სხვამ ნახოს წაიკითხეთ თუ არა შეტყობინება, შეგიძლიათ ასევე პარამეტრებიდან გამორთოთ ეს ფუნქციაც. თუმცა, ავტომატურად თქვენს გაგზავნილ შეტყობინებაზეც ვერ ნახავთ, წაიკითხეს თუ არა.
- ვიდეოებისა და ფოტოების ავტომატური შენახვის გაუქმება – პარამეტრებიდან შეგიძლიათ ეს ფუნქციაც გაააქტიუროთ და ფოტო და ვიდეო მასალა თქვენს გალერეაში ავტომატურად აღარ მოხვდება.
- გამოიყენე WhatsApp-ი კომპიუტერზე – ხანგრძლივი საუბრების დროს მისი გამოყენება კომპიუტერზე ან ლეპტოპზე იდენტური ფუნქციებით ძალიან კომფორტულია.
- შეარჩიე ხმოვანი ზარები შეტყობინებებისთვის – ამ ფუნქციის საშუალებით შეგიძლია კონკრეტულ ადამიანზე შერჩეული ზარი დააყენო.
- საუბრის „ექსპორტი“ – თქვენ შეგიძლიათ მონიშნოთ საუბრის გარკვეული ნაწილი და გადაიტანოთ თანდართული მედიით ან მის გარეშე.
Loading…