in ,

კერძო სკოლა გვირჩევს, სიტყვები „დედა და მამა“ „ზრდასრულებით“ ჩავანაცვლოთ

ნიუ-იორკის ერთ-ერთმა კერძო სკოლამ გამოუშვა სახელმძღვანელო, რომელშიც რეკომენდირებულია ისეთი ფრაზების გამოყენებისგან თავის შეკავება, როგორებიცაა „დედა და მამა“, „ბიჭი და გოგო“. ამით სკოლა მიზნად ისახავს, უფრო ინკლუზიური გახდეს.

Grace Church School აღნიშნავს, რომ მისი 12-გვერდიანი, ინკლუზიური ენის გზამკვლევი სკოლის თანამშრომლებისთვის შეიქმნა.

„ამ გზამკვლევში განხილული არის, ერთმანეთთან ურთიერთობისას, მავნე ვარაუდების ამოღების საშუალებები.“  

ნათქვამია სკოლის დოკუმენტში

სკოლა თვლის, რომ სიტყვები „გოგოები და ბიჭები“ თუ „ქალბატონები და ბატონები“ უნდა ჩანაცვლდეს სიტყვებით „ხალხი“, „ადამიანები“ თუ „მეგობრები“. ფრაზა „დედა და მამა“ კი – „მოზრდილებით“, „ნათესავებით“ ან „ოჯახით“.

სკოლის დირექტორის ჯორჯ დევიდსონის აზრით, სკოლა არ კრძალავს ამა თუ იმ ფრაზის გამოყენებას, არამედ, რეკომენდაციას გასცემს, მათი არგამოყენების შესახებ.

„ოჯახები სხვადასხვა ფორმისა და ზომის არსებობს, ეს ყოველთვის ასე იყო. რეკომენდაციაა, რომ გამოვიყენოთ ფორმალური ფრაზები „მოზრდილები“ ან „ზრდასრულები“. ეს ზრდილობისა და პატივისცემის ნიშანია, რომელსაც ჩვენ ათწლეულების განმავლობაში ვიცავთ.“  

ჯორჯ დევიდსონი, Grace Church Scholl-ის დირექტორი

წყარო: nbcnews.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

3-მილიონიანი თანადაფინანსება ქალი მეწარმეებისათვის

„შერეკილები“ და კიდევ 10 ქართული ფილმი – ეროვნული კინოცენტრი „კინომემკვიდრეობის“ დაბრუნებას განაგრძობს