in

მოსწავლეები ახალი მიკროავტობუსებით უფასოდ იმგზავრებენ, სტუდენტები და მასწავლებლები – 20 თეთრად

პირველი აპრილიდან ახალი ე.წ. ლურჯი მიკროავტობუსები თბილისის მოსწავლეებისთვის უფასო იქნება, ხოლო სტუდენტების, სკოლებისა და ბაღების მოსწავლეებისათვის – 20 თეთრი.

20-თეთრიანი შეღავათიანი ტარიფი ასევე იმოქმედებს სკოლამდელი აღზრდისა და საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებზე, მანდატურებსა და დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში განლაგებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებზე. ამავე ტარიფით ასევე საქართველოს საპატრიარქოს თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის სტუდენტები ისარგებლებენ.

აქამდე, მიკროავტობუსებში მგზავრობის სტანდარტული ტარიფი 80 თეთრი იყო – 1-ელი აპრილიდან კი, ახალ მიკროავტობუსებში 50 თეთრი გახდება. მგზავრს შეეძლება ერთი გადახდით საათ-ნახევრის განმავლობაში უფასოდ იმგზავროს მეტროთი, ავტობუსით და ლურჯი მიკროავტობუსით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0
რობოტი ძაღლი ექიმ რობოტად გადააკეთეს

რობოტი ძაღლი ექიმ რობოტად გადააკეთეს

„წლის დეტექტივი” – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი კონკურსს აცხადებს