უახლესი კვლევები აჩვენებენ, რომ მწერების პოპულაცი 40%-ით არის შემცირებული და მათ ერთ მესამედს გადაშენების საფრთხე ემუქრება.
“თუკი საკვების წარმოების საშუალებებს არ შევცვლით, მწერები რამდენიმე ათწლეულში გადაშენების გზას დაადგებიან. ამის შედეგები კი პლანეტის ეკოსისტემისთვის, მსუბუქად რომ ვთქვათ, კატასტროფული იქნება.”
ფრანსისკო სანჩეს-ბაიო და კრის ა.გ. უიკჰეისი, ავსტრალიელი მეცნიერები
ახალი კვლევის თანახმად, მწერების რაოდენობის მკვეთრად შემცირება, რომელმაც კლიმატის ცვლილებებამდე მიგვიყვანა, მონარქი პეპლების გადაშენების საფრთხეს ქმნის.
მწერების ეკოლოგებმა, არტ შაპირომ და მეთიუ ფორისტერმა, დასავლეთ აშშ-ის 70 სხვადასხვა ლოკაციაზე, პეპლის 450 სახეობაზე დაკვრივება ჩაატარეს. შედეგად არასახარბიელო ტენდენცია გამოვლინდა: 1977 წლიდან დღემდე, ყოველწლიურად, 1.6%-ით მცირდება მათი რაოდენობა.
გასული წლის მექსიკის ანგარიშიდან კი ვიგებთ, რომ 2019 წლიდან მონარქი პეპლების რაოდენობა 26%-ით შემცირდა, რისი ძირითადი მიზეზებიც ტყეების გაჩეხვა და გვალვაა.
რამდენიმე პეპლის გადაშენება მხოლოდ ესთეტიკის საკითხი არ არის. ამ საკვანძო პოლინატორების დაკარგვას უახლოეს წლებში ეკოსისტემის კოლაფსის გამოწვევა შეუძლია.
წყარო: bigthink.com
ამ კატეგორიის ყველა სიახლე ნახეთ აქ.
Loading…