იაპონიაში Sakura Japan Women’s Wine Awards-ის საერთაშორისო ღვინის კონკურსზე ქართულმა ღვინომ 13 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კონკურსზე 32-მა ქვეყანამ 4000-ზე მეტი სახის ღვინო წარადგინა. ჟიურიში 186 იაპონელი სპეციალისტი ქალბატონი იყო.
გამარჯვებული ქართული კომპანიები
საქართველოს ღვინისა და სპირტიანი სასმელების კომპანიის (GWS) 4-მა ღვინომ მიიღო ოქროს მედალი: TAMADA GRAND RESERVE 2014, TAMADA MUKUZANI 2018, VISMINO GRAND SAPERAVI 2015 და VISMINO KISI 2018;
კომპანია „შატო მუხრანის“ 3-მა ღვინომ დაიმსახურა ასევე ოქროს მედლები: CHATEAU MUKHRANI QVEVRI RED 2018, CHATEAU MUKHRANI RESERVE ROYALE GORULI MTSVANE 2016 და CHATEAU MUKHRANI RESERVE ROYALE SAPERAVI 2016;
ოქროს მედლებით დაჯილდოვდა კორპორაცია „ქინძმარაულის“ ღვინოები ALAZANIS VALLEY 2018 და KONCHO MTSVIVANI KAKHURI;
კომპანია “მტევინოს“ 2-მა ღვინომ KINDZMARAULI 2019 და SAPERAVI KHASHMI 2019 ასევე დაიმსახურა ოქროს მედლები;
ოქროს მედლები მიიღეს „შუხმან ვაინს ჯორჯიას“ SCHUCHMANN SAPERAVI 2019 და „ვაზიანი კომპანის“ MAKASHIVILI WINE CELLAR SAPERAVI 2015;
პრესტიჟულ კონკურსზე ვერცხლის მედალი მოიპოვა კომპანია „პავილიონ ვაინსის“ ღვინომ KAKHETI 2017;
2021 წლის მსგავსად, გასულ წლებში, სხვადასხვა ქართულ ღვინოს „საკურას“ კონკურსზე მრავალი უმაღლესი ჯილდო აქვს მოპოვებული.
ამ კატეგორიის სხვა ამბები ნახეთ აქ.
Loading…