დეტექტიური ჟანრის ორიგინალური ნაწარმოების შექმნაზე ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
კონკურსის მიზანია საქართველოში დეტექტიური ჟანრის განვითარების ხელშეწყობა. ჟიურის მიერ მოწონებული ნაწარმოებები დაიბეჭდება უნივერსიტეტის გამომცემლობაში, შესაძლებელია მათი სასწავლო პროცესში ინტეგრირება, ხოლო სცენარი – ფილმს დაედოს საფუძვლად.
მონაწილეთა წასახალისებლად გათვალისწინებულია შემდეგი ნომინაციები და პრემიები:
• „წლის დეტექტივი“ – 3000 ლარი;
• „საუკეთესო პერსონაჟი“ – 2500 ლარი;
• „საუკეთესო სიუჟეტი“ – 2500 ლარი.
ნაშრომი ქართულ ენაზე უნდა იყოს შესრულებული და აღემატებოდეს 8000 სიტყვას. ნაწარმოების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 15 მაისი.
Loading…