Forbes- მა მსოფლიოს მასშტაბით მილიარდერი ადამიანების ქონება დაითვალა და ყველაზე მდიდარი 50 ოჯახი დაასახელა. საბოლოო რეიტინგი ქვეყნის ყველაზე ცნობილი ბრენდების მემკვიდრეებს მოიცავს: Campbell’s Soup, Jack Daniel’s, Walmart და Chick-fil-A.
უოლტონები კვლავ უმდიდრეს ოჯახად რჩებიან. Walmart- ის დამფუძნებლების სემ უოლტონისა და ბუდ უოლტონის შთამომავლები საცალო ვაჭრობის გიგანტის მარაგების დაახლოებით ნახევარს ფლობენ, რაც ყოველწლიურად ოჯახს 700 მილიონ დოლარზე მეტს მოუტანს. რიგით მეორე ადგილი, Koch Industries-ის მემკვიდრეებსა და მმართველებს, კოჩების ოჯახს ერგო, რომელთა ქონება ჯამში – 115 მილიარდი ამერიკული დოლარია.
ვენიუ Forbes- ის საბოლოო რეიტინგიდან ამერიკის 10 ყველაზე მდიდარი ოჯახის სიას გთავაზობთ:
1. უოლტონის ოჯახი
• ქონება: 247 მილიარდი დოლარი
• სიმდიდრის წყარო: ვალმარტი
2. კოჩების ოჯახი
• ქონება: 100 მილიარდი დოლარი
• სიმდიდრის წყარო: მრავალფეროვანი
3. მარსის ოჯახი
• ქონება: 94 მილიარდი დოლარი
• სიმდიდრის წყალო: ტკბილეული
4. კარგილ-მაკმილანის ოჯახი
• ქონება: 47 მილიარდი დოლარი
• სიმდიდრის წყარო: Cargill Inc.
5. ლაუდერების ოჯახი
• ქონება: 40 მილიარდი დოლარი
• სიმდიდრის წყარო: ესტე ლაუდერი
6. ს. ჯონსონის ოჯახი
• ქონება: 37 მილიარდი დოლარი
• სიმდიდრის წყარო: საწმენდი საშუალებები
7. ედუარდ ჯონსონის ოჯახი
• ქონება: 36 მილიარდი დოლარი
• სიმდიდრის წყარო: ფულის მართვა
8. კოქსების ოჯახი
• ქონება: 34,5 მილიარდი დოლარი
• სიმდიდრის წყარო: მედია
9. პრიცკერების ოჯახი
• ქონება: 32,5 მილიარდი დოლარი
• სიმდიდრის წყარო: სასტუმროები, ინვესტიციები
10. ნიუჰაუსის ოჯახი
• ქონება: 30 მილიარდი დოლარი
• სიმდიდრის წყარო: ჟურნალები, გაზეთები
Loading…