in ,

როგორ შევაჩეროთ კლიმატის ცვლილება? – გარემოს კოლექტიური იმუნიტეტი

პანდემიის პირობებში დამკვიდრებული ტერმინი – კოლექტიური იმუნიტეტი კარგ შესაძლებლობას იძლევა იმისთვის, რომ ის გარემოს, კლიმატის ცვლილების პრობლემას მოვარგოთ.

მაშ, როგორ შეგვიძლია პრაქტიკაში ამ ტერმინის გამოყენებით კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება?

როგორც ვაქცინაციისას, ჩვენ ამას ვაკეთებთ ჩვენთვისა და გარშემომყოფებისთვის სარგებლის მოტანის მიზნით, ასევე უნდა მივუდგეთ გარემოსა და ბუნებას, რას ჩვენს ყოველდღიურობაში უნდა გამოიხატოს:

მეტი დაკვირვება პროდუქტების შეძენისას, ყურადღების მიქცევა იმისთვის, თუ რა ფილოსოფია და დამოკიდებულება აქვს ამა თუ იმ მწარმოებელს გარემოსადმი. კლავენ თუ არა ისინი ცხოველებს? იცავენ თუ არა წყალსა და ჰაერს დაბინძურებისგან? შესაბამისი ხარისხის პროდუქტს გვთავაზობენ თუ არა და ა.შ.

რაც უფრო მეტი ადამიანი გადაწყვეტს, გახდეს რაციონალური მომხმარებელი, რომელიც გარემოსა და ბუნების დაცვით იქნება მოტივირებული, მით უფრო სწრაფად შეიქმნება გარემოს კოლექტიური იმუნიტეტიც.

გაეროს გარემოსდაცვითმა პროგრამამ ცოტა ხნის წინ საყოველთაო მოქმედების გეგმა. ბუნებასთან მშვიდობის დამყარება, ჩაუშვა, სამი ეკოლოგიური საშიშროების წინააღმდეგ: კლიმატის ცვლილება, დაბინძურება (ჰაერი და წყალი) და ბიომრავალფეროვნების დაკარგვა.

„კაცობრიობას ომი აქვს გამართული ბუნებასთან. ეს უაზრობა და თვითმკვლელობაა. ჩვენი დაუდევრობის შედეგები უკვე ნათელია და ის ადამიანთა ტანჯვაში, უზარმაზარ ეკონომიკურ დანაკარგებსა და დედამიწაზე ცხოვრების დაჩქარებულ ეროზიაში გამოიხატება.“

ანტონიო გუტერესი, გაეროს გენერალური მდივანი

წყარო: bigthink.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

15 საუკეთესო პლატფორმა პერსონალური ტრენერებისთვის

„ირაო“ მომხმარებელს ძაღლების დაზღვევას სთავაზობს