in ,

როგორ ვაკონტროლოთ მატერიალიზმი ცხოვრებაში

ოქსფორდის ლექსიკონი მატერიალიზმს ხსნის, როგორც  “მატერიალური შენაძენისა და ფიზიკური კომფორტის, სულიერ ღირებულებებთან შედარებით, უფრო მნიშვნელოვნად მიჩნევის ტენდენციას“.

ძალიან ადვილად შეიძლება, მატერიალური ქონების მოხვეჭამ ისე გაგიტაცოს, რომ ეს ვერც კი გააცნობიერო.

რამდენიმე გზა არსებობს იმისთვის, რომ  მატერიალიზმი ვაკონტროლოთ და გავთავისუფლდეთ დესტრუქციული მატერიალისტური აზროვნებისგან.

გონების რეპროგრამირება

ჯესიკა სტილმანის სამი რჩევა:

ყურადღებით მოეკიდეთ რეკლამას

ვაღიაროთ, რომ რეკლამებით გარშემორტყმულ გარემოში ვცხოვრობთ. ის ყველგანაა ტელევიზორში, გაჯეტებსა თუ ქუჩებში.

სტილმანი გვირჩევს, რომ  შეგვიძლია, რეკლამების ვერაგი ეფექტის წინააღმდეგობა შევქმნათ ოთხი დღის განმავლობაში ყველა იმ რეკლამების ჩამოწერით, რომლებიც შეგვხვდა.

რეალური ღირებულებების სია შექმენით

გამოყავით დრო იმისთვის, რომ გააზრებულად ჩამოწეროთ ყველაფერი, რაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. დაფიქრდით და გაანალიზეთ, თქვენი ქცევა თანხვედრაშია თუ არა მათთან და როგორ შეიძლება, ამის მოხერხება.

თვალი ადევნეთ თქვენს ხარჯებს

გაიაზრეთ ხარჯავთ თუ არა ფულს იმაზე, რომ თქვენი რეალური მიზნები განახორციელოთ, თუ ამას იმისთვის აკეთებთ, რომ გარშემომყოფებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ.

ასე მანიპულირებენ თქვენით

ლეო ბაბაუტა უფრო ღრმად იკვლევს “ტვინის გამორეცხვის” პროცესს.

ის გვირჩევს, რომ იმ აქტივობებისგან შევიკავოთ თავი, რომლებიც იძულებულს გვხდის, რეკლამებს ვადევნოთ თვალყური. აქტივობები, რომლებზეც დიდ დროს ვხარჯავთ: ტელევიზორის ყურება, ახალი ამბების მოსმენა, ინტერნეტის მოხმარება და ხშირი სიარული სავაჭრო ცენტრებში.

ბაბაუტა 30-დღიან ტესტს გვთავაზობს იმისთვის, რომ ჩვენთვის არასაჭირო ნივთები აღმოვაჩინოთ. ჰკითხეთ საკუთარ თავს, „30 დღით რომ მომიწიოს დაცდა, ისევ მენდომება ეს?“

შეცვალეთ თქვენი პრინციპები

ავტორი სკოტ ჰ. იანგი 14 ცნებასა და აქტივობას გვთავაზობს იმისთვის, რომ ცხოვრებაში მატერიალიზმი დავძლიოთ.

თქვენ არ ხართ ის, რასაც ფლობთთქვენ ღირებული ხართ იმის დამსახურებით, ვინც ხართ და არა იმის გამო, რასაც ფლობთ ან მოაგროვეთ.

ურთიერთობის არსი კეთებაა და არა ქონაურთიერთობაში ყოფნა ეს არსებობის ფორმაა. თქვენ არ შეგიძენიათ სხვა ადამიანი და არ ფლობთ მას.

შექმენით მიზნებისა და გამოწვევების სისტემა – მატერიალიზმი მაშინ აქტიურდება, როდესაც ვგრძნობთ სიცარიელეს, რომლის ამოვსებაც გვჭირდება. აღმოაჩინეთ ღირებული მიზნები, რათა ეს ცარიელი სივრცე ამოავსოთ.

ემსახურე გსურთ, თავი კარგად იგრძნოთ? არ არსებობს უკეთესი საშუალება, ვიდრე სხვისთვის კარგის გაკეთება. ეს საუკეთესო ეგოისტური საიდუმლოა.

მოიშორეთმოიშორეთ თავიდან ყველანაირი ნაგავი, რომელიც არ გაღელვებთ.

სიმდიდრეს შეხედეთ, როგორც გამოწვევას და არა როგორც შედეგს

შექმენით არამატერიალური აქტივები – გაცილებით აზრიანია ინვესტიცია ჩადოთ იმაში, რომ გახდეთ უფრო ჭკვიანები და უკეთესები, ვიდრე მატერიალურ ნივთებზე ფოკუსირდეთ.

ფული გამოიყენეთ იმისთვის, რომ გათავისუფლდეთ და არა იმისთვის, რომ მიეჯაჭვოთროგორც კი გექნებათ საკმარისი თანხა, რათა თქვენი ნამდვილი მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოთ, მორჩა. უფრო მეტი ფულის მოპოვების სურვილი არის მახე.

გახდით ფუნდამენტური – სიმარტივე, უბრალოება უფრო ადვილია.

სტატუსისთვის თამაშს გაექეცითადამიანთა პირადი წრე განავითარეთ.

თავი საკუთარი ეთიკისა და გაგების შესაბამისად განსაჯეთ – დაფიქრდით, როგორი ადამიანი ხართ და რამდენად კარგად აღწევთ საკუთარ ეთიკურ მიზნებს. საქმე იმაში კი არ არის, სამყარო რას ფიქრობს თქვენზე, არამედ – თქვენ რა იცით საკუთარ თავზე.

გაუშვითმატერიალურთან ერთად, ჩვენ სულიერ სამყაროშიც ვცხოვრობთ. დაფიქრდით, რომელი უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის.

თან ვერ წაიღებთცხოვრების ბოლო წუთებში თქვენ, დიდი ალბათობით, იფიქრებთ იმ ადამიანებზე, ვინც გიყვარდათ და ვისაც უყვარდით.

წყარო: bigthink.com

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

Astrazeneca-თი ვაქცინაციის შეწყვეტის მიზეზი არ არსებობს – WHO

Google-ს მონაცემების შეგროვების გამო $5 მილიარდის გადახდა მოუწევს