in

10 წლის შემდეგ პეკინი კვლავ ქარიშხალმა მოიცვა

ორშაბათს, ჩინეთის დედაქალაქი, პეკინი ქვიშის ქარიშხალმა მოიცვა, რამაც ქალაქში საცობები შექმნა და ფრენების გაუქმება გამოწვია. პეკინში ამ დონის ქარიშხალი ბოლო ათი წლის განმავლობაში არ ყოფილა. 

როგორც Associated Press– ი იუწყება, ქალაქის ორივე მთავარი აეროპორტიდან, ხილვადობის არ არსებობისა და ქარის სიმძაფრის გამო, 400 – ზე მეტი ფრენა გაუქმდა. პეკინის მეტეოროლოგიურმა ობსერვატორიამ ბავშვებსა და უფროსებს გარეთ გასვლისაგან თავის შეკავბა ურჩია. ნაციონალური მეტეოროლოგიური ცენტრის განცხადებით, ქარიშხალი შიდა მონღოლეთის რეგიონში, გობის უდაბნოში განვითარდა და 12 პროვინცია მოიცვა.

„ეს ყველაზე ინტენსიური ქარიშხალია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 10 წლის განმავლობაში იხილა, მან ყველაზე ფართო არეალი მოიცვა“

აცხადებს მეტეოროლოგიის ეროვნული ცენტრი.

მსგავსი ამინდი ამ პერიოდისთვის დამახასიათებელია, თუმცა ბოლო წლებში მდგომარეობა გაუმჯობესდა. ქვეყანა ქარიშხალს ხეების დარგვით ებრძოდა, პეკინში „დიდი მწვანე კედელი“ ააშენეს იმისათვის, რომ საცხოვრებელი ადგილები არ დაზიანებულიყო და ასევე, ქარს უფრო სწრაფი ტემპით შეძლებოდა ნაწილაკების გადატანა.

ჩინეთის დაბინძურება შემაშფოთებელია, რადგან მოქალაქეთა ჯანმრთელობაზე აისახება. ჯანმრთელობის ინსტიტუტის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 2019 წელს დაბინძურებამ დაახლოებით 1,42 მილიონი ადამიანის ნაადრევი სიკვდილი გამოიწვია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0

რა თანხას გამოიმუშავებს შენი ვიდეო YouTube-ზე – ეს კალკულატორი დაგეხმარება

რომელი Android-კამერა აჯობებს? – 4 სმარტფონის ტესტირება