არიზონას უნივერსიტეტის მკვლევარი და პროფესორი ჯეკან ტანგა მეცნიერულ შთაგონებას ნოეს კიდობნის ბიბლიური ზღაპრიდან იღებს.
მეცნიერის მიერ შემუშავებული მზის ენერგიის კიდობანი მთვარეზე კრიოგენულად გაყინულ დედამიწის 6.7 მილიონი სახეობის თესლის, სპორის, სპერმისა და კვერცხის ნიმუშებს შეინახავს.
ტანგა, სტუდენტების საკუთარ ჯგუფთან ერთად, კონცეფციას „თანამედროვე გლობალურ სადაზღვევო პოლისს“ უწოდებენ.
„დედამიწა ბუნებრივად ცვალებადი გარემოა. იმის გამო, რომ კაცობრიობის ცივილიზაცია საკმაოდ დიდ კვალს ტოვებს დედამიწაზე, მისი კოლაფსის შემთხვევაში, ამან შეიძლება ნეგატიური კასკადური ეფექტი იქონიოს დანარჩენ პლანეტაზე.“
ჯეკან ტანგა, მკვლევარი და პროფესორი
მეცნიერი კლიმატის ცვლილების საშიშროებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ თუკი ზღვის დონის ზრდა გაგრძელდება, ბევრი მშრალი ადგილი წყლით დაიფარება. მათ შორის Svalbard Seedban – ნორვეგიის სტრუქტურა, რომელიც ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული ადგილია და ასი ათასობით თესლის ნიმუშს ინახავს.
ტანგას ჯგუფს სწამს, რომ ნიმუშების სხვა ციურ სხეულზე შენახვა ბიომრავალფეროვნების დაკარგვის რისკს შეამცირებს.
წყარო: scitechdaily.com
Loading…