მეცნიერების აზრით, უძველესი მარსიანული წყლის უდიდესი ნაწილი, იმის მაგივრად, რომ კოსმოსში გაფანტულიყო, შესაძლოა, პლანეტის ზედაპირის ქვეშ იყოს.
ამ აღმოჩენამ, შესაძლოა, მარსიანული წყლის გაუჩინარებასთან დაკავშირებული ურთიერთსაპირისპირო თეორიების გახსნას შეუწყოს ხელი. მარსის წყალი არის რესურსი, რომელიც უხვად მოიპოვებოდა პლანეტის ზედაპირზე მილიარდობით წლის წინ.
მოდელირებისა და მოპოვებული მონაცემების მიხედვით, კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ წითელი პლანეტის 30% – 99%-მდე უძველესი წყალი, შესაძლოა, ზედაპირიდან გეოლოგიური პროცესების – ქერქის ჰიდრატაციის – გამო გამქრალიყო.
კალიფორნიის ტექნოლოგიის ინსტიტუტის გეოლოგი ევა შელერი სწავლობს პროცესებს პლანეტის ზედაპირზე და მისმა კვლევამ, შესაძლოა, პასუხი გასცეს ამ საკითხს. კვლევის თანახმად ვიგებთ, რომ წყლის უდიდესი ნაწილი მარსის ნოეს პერიოდში 3.7 – 4.1 მილიარდი წლის წინ დაიკარგა. ამ დროის განმავლობაში წყალი შესაძლოა არამხოლოდ ატმოსფეროში გაფანტულიყო, არამედ მინერალებთან ერთად პლანეტის ქერქში ჩადინებულიყო. ეს კი, დაახლოებით, ატლანტის ოკეანის ნახევარი მაინც იქნება.
საგულისხმოა, რომ წყალს ქიმიური ეროზიის მეშვეობით ქანების დაშლა შეუძლია, რომელიც ზოგჯერ მინერალების დატენიანებას იწვევს.
მარსი, დედამიწის მსგავსად, გეოლოგიურად აქტიური პლანეტა არ არის, რაც მასზე შეზღუდული რაოდენობის წყლის არსებობას ხსნის.
წყარო: theverge.com
Loading…