Tinder– ის აპლიკაცია მომხმარებლებს შესაძლო შეხვედრებისთვის ვინაობის სწრაფად შემოწმების საშუალებას მისცემს.
Tinder– ის მფლობელმა კომპანიამ, Match Group– მა, არაკომერციულ ორგანიზაცია Garbo– სთან თანხა დააბანდა. Garbo ვინაობის შემოწმებას ხელს უწყობს მხოლოდ სახელისა და ტელეფონის ნომრის საფუძველზე. პარტნიორობას ინტიმური ურთიერთობის, ონლაინ ურთიერთობებისა და კონფიდენციალურობის ხასიათის შეცვლა შეუძლია.
ინფორმაციის შესამოწმებლად Tinder –ი თავის მომხმარებლებს, სავარაუდოდ, თანხას დაუწესებს, სააბონენტო მოდელი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. Match Group –ი ამ ფუნქციებს გაცნობის სხვა აპებშიც, მათ შორის OKCupid – სა და Hinge – ში, გაავრცელებს.
Match Group – ის თანახმად, პირადი ინფორმაცია Garbo – სთან არ გაზიარდება – მომხმარებლები მხოლოდ სახელსა და ტელეფონის ნომერს გაავრცელებენ.
Loading…