მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე, 15 მარტი, 1983 წლიდან მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება და მიზნად მომხმარებლებში საკუთარი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს.
საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პლატფორმა www.finedu.gov.ge-ს ინიციატივით ფინანსური სექტორის 12 ორგანიზაცია წელს პირველად უერთდება ამ მასშტაბურ ღონისძიებას და აცხადებს კონკურსს მომხმარებელთა უფლებების დაცვის თემებზე მიძღვნილი მასალების შესაქმნელად.
კონკურსის ფარგლებში მასალები მიიღება და გამარჯვებულები გამოვლინდება 2 კატეგორიაში:
1. ბლოგპოსტები
2. ვიდეოები.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის დღის და კონკურსის სლოგანია: „იცოდე შენი უფლებები – იყავი დაცული“.
კონკურსის პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ან ფინედუს ვებგვერდზე: http://bit.ly/კონკურსი-ფინედუ-15-მარტი
კონკურსი ჩატარდება 2 ეტაპად:
• I ეტაპზე გადარჩეული 20 ბლოგპოსტი და 20 ვიდეო ფინანსური განათლების პორტალ www.finedu.gov.ge -ზე და შესაბამის facebook გვერდ https://www.fb.com/finedu.gov.ge-ზე გამოქვეყნდება.
• II ეტაპზე კი სულ 24 გამარჯვებული გამოვლინდება – 12 ბლოგისა და 12 ვიდეოს ავტორი.კონკურსის გამარჯვებულებს საინტერესო პრიზები ელოდებათ, მათ შორის: 500 ლარის მოცულობის ანაბრები, 500-ლარიანი ვაუჩერები, ქინდლი, პროექტორი, სქროლერები, ასევე, – ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისადმი – „თბილისი 2015“ მიძღვნილი საკოლექციო დანიშნულების 10 ლარის ნომინალის ვერცხლის მონეტები.
კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადა კი 29 მარტია.
Loading…